ბერძენიშვილი:თავის დროზე კვირიკაშვილი ძალიან შეცდა,როცა პატრონიც გყავს და ყმაც,გაიჭყლიტები!

ბერძენიშვილი:თავის დროზე კვირიკაშვილი ძალიან შეცდა,როცა პატრონიც გყავს და ყმაც,გაიჭყლიტები!

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ არა მარტო ინტელექტისგან, არამედ სინდისისგანაც დაცლილია.

ასე ეხმაურება პოლიტიკოსი „ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს "აიპრესთან", როდესაც უმრავლესობის ლიდერმა ჯერ უარყო, რომ უმრავლესობისა და მინისტრების შეხვედრაზე პრემიერის შესაძლო შეცვლის საკითხი განიხილებოდა, ხოლო მომდევნო დღეს - გუშინ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

„ქართული ოცნება“ არა მარტო ინტელექტისგან არის დაცლილი, არამედ სინდისისგანაც დაცლილია. უპირველეს ყოვლისა ე.წ. კვირიკაშვილის ახალ სახეებს ვგულისხმობ - უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს და კიდევ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც დიდი ზარ-ზეიმით წარმოგვიდგინეს თავის დროზე როგორც კვირიკაშვილის ახალი გუნდი. ეს ადამიანები ამჟამად კვირიკაშვილის მისამართით წკიპურტებს არ იშურებენ.

კვირიკაშვილმა კატასტროფული ხასიათის შეცდომა დაუშვა, როდესაც ის დაყაბულდა იერარქიაში ბიძინასა და ქვემდგომ ადამიანებს შორის შუამავლის როლს. როდესაც პატრონიც გყავს და ყმაც, 21-ე საუკუნეში გამოცდილების მქონე პოსტსაბჭოთა დიდი ცეხავიკის ბიძინა ივანიშვილის პირობებში, ეს ნიშნავს რომ გაიჭყლიტები", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

4 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167