ტერეზა მეი: ამერიკასთან განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს

ტერეზა მეი: ამერიკასთან განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს

ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ ორ ქვეყანას გარკვეულ საკითხებზე შესაძლოა საერთო აზრი ჰქონდეს,-ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ CNBC- თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელშიც მეი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არ ეთანხმება, მაგრამ ეს "განსაკუთრებულ ურთიერთობას" არ უარყოფს.
„ჩვენ არ ვეთანხმდებით ფოლადის და ალუმინის შესახებ ტარიფებს, რომლებიც ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეეხება. ასევე არ ვეთანხმებით ირანის ბირთვულ გარიგებას ", - განაცხადა მან.

თუმცა, ტერეზა მეიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატების სოლიდარობა რუსი დიპლომატების გაძევების თაობაზე, ბრიტანეთში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მასთან, ტერეზა მეიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის სინგაპურში გამართული სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

6 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167