საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე კიდევ 3 კანდიდატურა წარადგინეს

საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე კიდევ 3 კანდიდატურა წარადგინეს

მთავარი პროკურორის პოსტზე კიდევ სამი კანდიდატი − მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, გრიგოლ გაგნიძე და იოსებ ბაჩიაშვილი წარადგინეს. სხვა კანდიდატთა მსგავსად, მათი წარდგინება საპროკურორო საბჭოს საიტზე − http://pc.gov.ge − აიტვირთა. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა, რეკომენდატორი ორგანიზაციები და სხვა დოკუმენტები ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გიორგი გოგაძე და გრიგოლ გაგნიძე ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ წარადგინა, იოსებ ბაჩიაშვილი კი სამოქალაქო მოძრაობა „თანამოზიარემ“. დღეისათვის მთავარი პროკურორის პოსტზე 7 კანდიდატია წარდგენილი.

პირველი კანდიდატი − პაატა შავაძე, წარდგენილია 18 სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მიერ (საქართველოს ანტიკორუფციული პალატა; საქართველოს სისხლის სამართლის ეროვნული ცენტრი; ბათუმის იურიდიული აკადემია; მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“; გაზეთი „აჭარა P.S.“; გაზეთი „ჩემი ქობულეთი“; ტელეკომპანია „TV12“; არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო − კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“; არასამთავრობო ორგანიზაცია „უდო“; საინფორმაციო სააგენტო „რეგიონის ახალი ამბები“; მოძრაობა „დაიცავი მომავალი“; მოძრაობა „თავისუფალი სივრცე“; მოძრაობა „ბათუმის განვითარების ცენტრი“; მოძრაობა „იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაცია“; ადვოკატი დავით ჯაფარიძე; ადვოკატი თემურ ქავშბაია; ჟურნალისტი ნაირა ქობულაძე; მსახიობი რამაზ ბოლქვაძე; ჟურნალისტი ნატო ბერია).

მეორე კანდიდატი − ზურაბ ჯორბენაძე, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „საქართველომ“ წარადგინა.

მესამე − გია ბერძენაძე, წარდგენილია 29 სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მიერ („მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე ემზარ ქვარიანისა და სხვათა (საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური „კავშირის“ თავმჯდომარე, თადარიგის გენერალ-მაიორი თენგიზ შუბლაძე; გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, გენერალ-მაიორი თეიმურაზ ლორია; „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კოალიციის თავმჯდომარე აკაკი ვაშაკიძე; ვეტერანთა კავშირი „დიოსკურიას“ დირექტორი დავით ჭანტურია; ავღანეთის და სხვა ომების მეომართა დახმარების „საერთაშორისო ფონდის“ პრეზიდენტი გურამ ალავიძე; სრულიად საქართველოს ვეტერანთა და ინვალიდთა გაერთიანება „ფარი და მახვილის“ თავმჯდომარე თეიმურაზ ნოზაძე; საქართველოს ეროვნული გვარდიის ვეტერანთა და ინვალიდთა საბჭოს თავმჯდომარე რამაზ ბიძინაშვილი; ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირი „გრაალის“ თავმჯდომარე ნუგზარ გოგშელიძე; „ძალოვან ვეტერანთა ეროვნული ლიგის“ თავმჯდომარე ალექსანდრე მიქელაძე; ვეტერანთა დარბაზის თავმჯდომარე თამაზ ოქრაძე; ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის თავმჯდომარე ლერი ხორხელი); აფხაზეთის წინააღმდეგობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ძებისაშვილი; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა დაცვის კავშირი „აფხას“ თავმჯდომარე იური კვარაცხელია; ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე გია მიქავა; ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე დავით გოგიტიშვილი; სამხედრო ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი რევაზ ჯიჯიეიშვილი; საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ვაჟა აბაკელია; ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების კავშირის პრეზიდენტი ნინა კვესაძე; ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ კახნიაური; ახალგაზრდა მებრძოლ-პატრიოტთა კავშირის თავმჯდომარე გივი კვერნაძე; საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარე დოდო გუგეშაშვილი; საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების კავშირი „იმერეთის“ თავმჯდომარე ივანე ჭოლაძე; აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის აღმასრულებელი დირექტორი მერაბ პაპასკირი; საქართველოს ეროვნული გვარდიის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე რომან დოდაშვილი; ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ვახტანგ ქობალია; საზოგადოებრივი გაერთიანების - „საქართველო ჩემი სამშობლოა“ - თავმჯდომარე ალი ბაბაევი; საქართველოს ძალოვანი ვეტერანების, მარჩენალდაკარგულთა, ინვალიდებისა და პენსიონერების უფლებების დაცვის ერთიანი კოალიცია „ლაშქარის“ თავმჯდომარე არსენ რაზმაძე).

მეოთხე - ნანა რევაზიშვილი ა(ა)იპ „საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა“, „საქართველოს იურისტთა გილდიამ“, „საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციამ“ და აკადემიურმა წრეებმა წარადგინეს.

საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე ყველა კანდიდატურის წარდგინება და მონაცემები აიტვირთება. დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://pc.gov.ge/block/Index/468.

კანონის შესაბამისად, მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო. აკადემიურ წრეებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ. კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში მინისტრისათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენელს ან/და სამართლის დარგის სპეციალისტს.

კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს.

იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს მეორედ ირჩევს. პირველად არჩევნები 2015 წელს გაიმართა. საპროკურორო საბჭოსათვის წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იუსტიციის მინისტრი ერთთვიან კონსულტაციებს აწარმოებდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებსა და აკადემიურ წრეებთან.

"ჩვენს სტამბაში მთავარი პროკურატურის გამომძიებლები შევიდნენ"-პალიტრამედია განცხადებას ავრცელებს

"ჩვენს სტამბაში მთავარი პროკურატურის გამომძიებლები შევიდნენ"-პალიტრამედია განცხადებას ავრცელებს

59 წუთის წინ

"გვსურს საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ, რომ 24 სექტემბერს, ჩვენთვის უცნობი, საქმე N 074210818803-ის გამოძიების მოტივით, “პალიტრამედიას” სტამბაში (შპს “კოლორპაკი”), შევიდნენ მთავარი პროკურატურის გამომძიებლები და მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.18-ის...

USD 2.6226
EUR 3.0868
GBP 3.4416
TRY 0.4228