ანა ნაცვლიშვილი: ამ ქვეყანაში პრემიერმინისტრები მოდიან, მაგრამ ვერ ვიგებთ რატომ მიდიან

ანა ნაცვლიშვილი: ამ ქვეყანაში პრემიერმინისტრები მოდიან, მაგრამ ვერ ვიგებთ რატომ მიდიან

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა "დღის ამბებში" განაცხადა, სადაც ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა.

"ჩვენ გვესმის სხვადასხვა კომენტარი მათ შორის მართველი გუნდის წარმომადგენლების, თუ როგორ მთავრობა სურთ იყოს მომავალში, ამ მთავრობის ურთიერთობა ხალხთან, პარლამენტთან და ა. შ. მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, კეკლუცობა თუ ჩვენ იმას არ დავარქმევთ სახელს, რაც უკვე მოხდა და რეალურად არ ეცოდინება საზოგადოებას და იმ ადამიანს, რომელიც წავიდა თუ რა რეალური მიზეზებით წავიდა?

პრემიერ მინისტრები ამ ქვეყანაში მოდიან, ვერ ვიგებთ რატომ მოდიან, რა ნიშნით იმსახურებენ ისინი პრემიერ მინისტრობას? მერე კი მიდიან.

გუშინ ნათელი და გასაგები გახდა, რომ წასვლა მათი გადაწყვეტილებაც არ არის, ვიღაც სხვაა და დასახელდა ვინც არის ეს სხვა - ბიძინა ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებებს, ისე რომ ხალხისთვის საერთოდ არ არის გასაგები, როცა მოდის ადამიანი რა ნიშნით მოხდა მისი გამორჩევა და როცა მიდის კონკრეტულად რატომ მიდის? რა პრეტენზიები არის მისი მისამართით, რელურად არ ხდება ამ საკითხებზე მსჯელობა.

ჩვენ კიდე ახალი ტალღა უნდა დავიწყოთ, როდესაც უნდა გამოვიგონოთ და აღმოვაჩინოთ ვიღაც ადამიანი, რომელსაც მივანიჭებთ პრემიერის სტატუსს და მერე რაღაცა გაურკვეველი დროის შემდეგ ისიც, როდესაც გადაწყვეტს - ბიძინა ივანიშვილი, ამ ადამიანმა უნდა დატოვოს თანამდებობა.

ქვეყანამ არ უნდა იცხოვროს მართველობს იმ სტილით, რომელიც არის ძალიან შეუსაბამო დემოკრატიული მართველობის სტილთან, საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ეს არის სრულიად მიუღებელი და დაუშვებელი ფუფუნება, ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, პატარა ზომის და დიდი გამოწვევების მქონე საშინაო თუ საგარეო მიმართულებებით ჩვენი ქვეყნისთვის მსგავსი ტიპის მართველობა არის დამანგრეველი შედეგების მქონე, ამიტომ თქვა პრეზიდენტმა დავანებოთ თავი იმ თამაშს, როდესაც სცენაზე მსახიობები იცვლებიან, მაგრამ რეჟისორი ერთიდაიგივეა, ამ რეჟისორმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა გამოვიდეს ჩრდილიდან და გუნდი კი არ დააკომპლექტოს, არამედ ის ჩაუდგეს სათავეში", -განაცხადა ანა ნაცვლშვილმა

ცქიტიშვილი: გამოვრიცხავ ბიზნესზე ზეწოლას, ე.წ. შავი სალაროს არსებობას

ცქიტიშვილი: გამოვრიცხავ ბიზნესზე ზეწოლას, ე.წ. შავი სალაროს არსებობას

12 წუთის წინ

"რამდენად ავთენტურია გავრცელებული ჩანაწერები, ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი თუ არა და რა სახის კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე - ამ კითხვებზე პასუხს გასცემს გამოძიება. ჩემი შეფასება არაერთხელ დავაფიქსირე და გავიმეორებ, რა თქმა უნდა...

USD 2.6226
EUR 3.0868
GBP 3.4416
TRY 0.4228