დედოფალი ელისაბედ II და მეგან მარკლი ცეშირის საგრაფოში ერთად გაემგზავრნენ

დედოფალი ელისაბედ II და მეგან მარკლი ცეშირის საგრაფოში ერთად გაემგზავრნენ

დედოფალი ელისაბედ II და მეგან მარკლი ცეშირის საგრაფოში გაემგზავრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.  

ეს სამეფო ოჯახის წევრების პირველი ერთობლივი მოგზაურობაა, რომლის დროსაც მეგან მარკლი პრინც ჰარის გარეშე იქნება.

ინგლისში, დედოფალი ელისაბედ II-მ და მეგან მარკლიმ ცნობილი სამეფო მატარებლით იმგზავრეს, რომელიც 1842 წელს დედოფალ ვიქტორიას დავალებით ააშენეს.

გასულ თვეში, მეგან მარკლი პრინცის მეუღლე გახდა. ქორწინების ოფიციალურ ცერემონიალს ინგლისელი და ამერიკელი ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქორწილის ხარჯებმა 45 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება უფროსი ძმის უილიამის საქორწილო ხარჯებს. ამ თანხის ძირითადი ნაწილი უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოხმარდა. მეგანის კაბა კი 500 ათასი აშშ დოლარი დაჯდა.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

6 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167