დავით ჭიჭინაძე: ახალი პრემიერის პირობებში ალბათ ახალი პარლამენტი უკეთესი იქნებოდა

დავით ჭიჭინაძე: ახალი პრემიერის პირობებში ალბათ ახალი პარლამენტი უკეთესი იქნებოდა

"თუ იქნება ის პოლიტიკა, რომელიც მიზანმიმართული იქნება ბანკების რეგულაციებისკენ, შეზღუდვისკენ, მაშინ ყველაზე უპრიანი იქნება მამუკა ბახტაძის კანდიდატურა, რადგან ამ ადამიანიდან მოდიოდა ეს ინიციატივები", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი შეფასებით, UNICEF-ის კვლევა დამთრგუნველია იმ თვალსაზრისით, რომ აჩვენებს ხალხის ჭარბვალიანობას, რაც იწვევს ხალხის გაღარიბებას. 

"ეს არის ბანკების და ლომბარდების მიერ საკმაოდ გაზრიდლი სესხების რაოდენობა, სადაც ასახულია, რომ ჩვენი მოსახლეობა დღითიდღე, ვინც ვალს იღებს, ის ღარიბდება დროთა განმავლობაში", - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

კითხვაზე, უმრავლესობის სხდომაზე, ამ თემასთან დაკავშირებით იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის დაპირისპირება, ჭიჭინაძემ უპასუხა: "ჩხუბი არ ყოფილა, უბრალოდ იყო პოზიციების შეუთავსებლობა. თვლიდნენ, რომ ეს პოზიცია არ არის სიჯანსაღის მაჩვენებელი და პრემიერი თავის პოზიციას იცავდა იმით, რომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს". 

აქვე, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ახალი პრემიერმინისტრის პირობებში ახალი პარლამენტი უკეთესი იქნებოდა.

"ვფიქრობ, ვადამდელი არჩევნები ეს არის ერთ-ერთი მეთოდი ქვეყანაში ხელისუფლებისთვის, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის მისი მხარდაჭერის განსაზღვის და გაზომვის.

როდესაც ხდება ასეთი კარდინალური ცვლილებები, ვფიქრობ, ახალი პრემიერის პირობებში  ალბათ ახალი პარლამენტი უკეთესი იქნებოდა", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

4 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167