ქუთაისში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს

ქუთაისში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ადგილობრივმა მთავრობამ რამდენიმე ღონისძიება დაგეგმა. შშმ ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის ქუთაისის ერთ ერთ მუზეუმში შემეცნებითი და გასართობი ტური გაიმართა.

შშმ ბავშვებთან ერთად ქუთაისის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, ერთობლივი ნამუშევრები შექმნეს, მოხატეს ქოთნები, რომელეც შემდეგ მათ საჩუქრად გადაეცათ.ხატვის პროცესში ბავშვებთან ერთად, ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძეც ჩაერთო.

18 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის კი კინო „საქართველოში“ ფილმის ჩვენება მოეწყო. ღონისძიებებს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც პირადად ჩაერთო ყველა აქტივობაში.

„ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა“- განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ. 14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.

თეონა ჭალიძე: ქუთაისის მაგალითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასადილოებში პრობლემებია

თეონა ჭალიძე: ქუთაისის მაგალითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასადილოებში პრობლემებია

5 საათის წინ

"ქვეყნის მასშტაბით, უფასო სასადილოებით ათიათასობით ადამიანი სარგებლობს. მხოლოდ თბილისში 40000 მდე პირია ჩართული სასადილოების პროგრამაში, 8000-მდე სოციალურად დაუცველი პირი კი მოლოდინის რეჟიმშია და ითხოვს პროგრამაში ჩართვას. მოთხოვნა სოციალური...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167