თალაკვაძე: უმრავლესობის ბოლო სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სოციალური პრობლემები იყო

თალაკვაძე: უმრავლესობის ბოლო სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სოციალური პრობლემები იყო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ბოლო სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სოციალური პრობლემები იყო.

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს და პრემიერმინისტრობის ახალ კანდიდატურას, თალაკვაძის თქმით, უმრავლესობა ამის განხილვას დღეს დაიწყებს.

"უმრავლესობის ბოლო სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სოციალური პრობლემები, ეკონომიკური გამოწვევები და იმ ოჯახების ბედი, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან სიღარიბის პირისპირ; ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. როგორც ნახეთ, მიღწევებთან ერთად, ამ პრობლემების შესახებ პრემიერ მინისტრმა საკუთარ ბრიფინგზეც ისაუბრა საკმაოდ ვრცლად. ჩვენ ველოდით დასმულ საკითხებზე მთავრობის რეაქციას. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს და პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატურას - ამის განხილვას დღეიდან დავიწყებთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცქიტიშვილი: გამოვრიცხავ ბიზნესზე ზეწოლას, ე.წ. შავი სალაროს არსებობას

ცქიტიშვილი: გამოვრიცხავ ბიზნესზე ზეწოლას, ე.წ. შავი სალაროს არსებობას

42 წუთის წინ

"რამდენად ავთენტურია გავრცელებული ჩანაწერები, ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი თუ არა და რა სახის კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე - ამ კითხვებზე პასუხს გასცემს გამოძიება. ჩემი შეფასება არაერთხელ დავაფიქსირე და გავიმეორებ, რა თქმა უნდა...

USD 2.6226
EUR 3.0868
GBP 3.4416
TRY 0.4228