ევროპარლამენტმა რეზოლუცია "საქართველოს ოკუპირებული ტერიტოირები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის მერე" მიიღო

ევროპარლამენტმა რეზოლუცია "საქართველოს ოკუპირებული ტერიტოირები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის მერე" მიიღო

ევროპარლამენტმა კენჭი უყარა და მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ - "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის მერე", რომელშიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საუბარია არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეების შესახებ.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მასში აღნიშნულია, რომ  სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარება არის ევროპული უსაფრთხოების წესრიგის ძირითადი პრინციპი. საქართველოს კონფლიქტის მოგვარება არსებითია ევროპულ კონტინენტზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად. კონფლიქტები და საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაცია წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისთვის.

ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულების უპირობო შესრულებისკენ. განსაკუთრებით იმ ვალდებულების შესრულებისკენ, რომელიც გულისხმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას.

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

1 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167