დავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა უნდა იტვირთოს პრემიერმინისტრობა

დავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა უნდა იტვირთოს პრემიერმინისტრობა

"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს 3 პუნქტიანი გზავნილით მიმართავს.

"1. მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა იტვირთოს პრემიერ-მინისტრობა, როგორც ამას მოითხოვს საპარლამენტო დემოკრატია და რა ვალდებულებაც მან აიღო ქართველი ხალხის წინაშე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ამით ის მაინც უნდა მოხერხდეს, რომ ქვეყანა ნაკლები დანაკარგებით მივიდეს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლამდე. სხვა შემთხვევაში მმართველი გუნდის პოლიტიკური კრიზისი გადაიზრდება მასშტაბურ სახელისუფლებო კრიზისში, რაც მძიმედ დაარტყამს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას და ქვეყნის უსაფრთხოებას.

2. სუს-მა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური პროცესების მართვა და სახელმწიფო ორგანოების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება, მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების უხეში შელახვით. სხვა შემთხვევაში ქვეყნის პოლიტიკური და მმართველობითი სისტემა კვლავ პარალიზებული დარჩება.

3. უახლოესი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შემოღებული პროპორციული სისტემა, რათა გაჩნდეს საზოგადოების განწყობების სახელისუფლებო სისტემაში ადეკვატურად ასახვის იმედი და პოლიტიკური პროცესებიც ცივილიზებული გზით წარიმართოს. სხვა შემთხვევაში პრაქტიკულად გარდაუვალია მორიგი რევოლუციური ვითარების მომწიფება, თანამდევი დამანგრეველი შედეგებით", - ნათქვამია დავით უსუფაშვილის მიმართვაში. 

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

4 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167