პრეზიდენტმა ტყიბულში დაღუპული ახალგაზრდა მეშახტე წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ტყიბულში დაღუპული ახალგაზრდა მეშახტე წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ, ტყიბულში დაღუპული ახალგაზრდა მეშახტე სანდრო ბუცხრიკიძე ქველმოქმედებისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა.

გიორგი მარგველაშვილმა დაღუპული მეშახტის ოჯახს ტყიბულში ესტუმრა, სამძიმარი გამოუცხადა და სახელმწიფო ჯილდო სანდრო ბუცხრიკიძის მშობლებს პირადად გადასცა.

"მოვედი, რომ მოგისამძიმროთ და გავიზიარო თქვენი ტკივილი და მინდა, სიამაყეც გავიზიარო თქვენთან ერთად, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი შვილი გაუზარდეთ. მადლობა მინდა გითხრათ ამისათვის და წმინდა ნიკოლოზის ორდენი გადმოგცეთ, ეს არის სპეციალურად ქველმოქმედი ადამიანებისთვის დაარსებული ორდენი. ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა მილიონები, მაგრამ იყო ქველმოქმედი.

ღმერთმა ქნას, რომ ბევრი ასეთი შვილი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
 

იუსტიციის სახლში სერვისების მიწოდება ყველა მიმართულებით აღდგა

იუსტიციის სახლში სერვისების მიწოდება ყველა მიმართულებით აღდგა

26 წუთის წინ

"კომპანია „სილქნეტის“ ინფორმაციით, ინტერნეტ პროვაიდერის კუთვნილი ცენტრალური მაგისტრალური სადენი მექანიკურად დაზიანდა. კაბელის დაზიანების გამო, თბილისის იუსტიციის სახლს ინტერნეტის მიწოდება დღეს 10:53 საათზე შეუწყდა, რის გამოც რიგი...

USD 2.6226
EUR 3.0868
GBP 3.4416
TRY 0.4228