18 ივნისს თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყება

18 ივნისს თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყება

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

"თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2018-2019 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge ელექტრონულად არის შესაძლებელი.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე, 18 ივნისის 12:00 საათიდან, რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები), ასევე, 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შვილები.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ყველა იმ აღსაზრდელის რეგისტრაცია, რომელიც პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებს არ მიეკუთვნება.

წელს, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 15 ათასამდე აღსაზრდელის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ შემოდგომაზე, დედაქალაქში ცხრა ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ხოლო ორ ბაგა-ბაღს ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსი შეემატება", - ნათქვამა გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჭილაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჭილაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

17 წუთის წინ

სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკების მოწესრიგება ხდება. ტერიტორიაზე ასევე, დაიგება ასფალტის ახალი საფარი. ჭილაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „ჭილაძის ქუჩაზე...

USD 2.6074
EUR 2.9495
GBP 3.3124
TRY 0.4224