ირაკლი კობახიძე: პრემიერის კანდიდატი, დღეს, უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე დასახელდება

ირაკლი კობახიძე: პრემიერის კანდიდატი, დღეს, უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე დასახელდება

"სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ასევე, ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური, გამოცდილება ჰქონდეს, კანდიდატს",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე იქნება მიღებული.

ჯერ-ჯერობით არასწორი იქნება განცხადების გაკეთება. ხუთ საათზე შეიკრიბება მმართველი გუნდი, საპარლამენტო უმრავლესობა გაფართოებულ ფორმატში და იქ იქნება მიღებული დღესვე, დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების თაობაზე.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, მე ვფიქრობ, ლოგიკურია ის მსჯელობა, რომ სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ასევე, ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური, ასე ვთქვათ გამოცდილება ჰქონდეს, განსაკუთრებული გამოცდილება ამ მიმართულებით კანდიდატს. შესაბამისად, ალბათ ესეც იქნება კრიტერიუმები. ყოველშემთხვევაში მე ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებდი. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული ხუთი საათის სხდომაზე, რომელიც გაიმართება გაფართოებულ ფორმატში. ეს იქნება უმრავლესობის გაფართოებული სხდომა. დაესრწებიან ასევე პოლიტსაბჭოს სხვა წევრები. მთავრობის წევრები”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ როდესაც დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ის შემოგვთავაზებს მთავრობის ახალ შემადგენლობას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩაერთოს პარლამენტი ამ დისკუსიაში და განხილვაში. პირველ რიგში, დავუტოვოთ ეს კონსტიტუციური უფლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რომელიც ასახელებს მთავრობის ახალ შემადგენლობას და ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენ კომენტარების გაკეთება როტაციის თაობაზე, სამთავრობო ცვლილებების თაობაზე”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

4 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167