რატი იონათამიშვილი გაეროში სიტყვით გამოვიდა

რატი იონათამიშვილი გაეროში სიტყვით გამოვიდა

კონფერენცია, რომლის მთავარი თემა იყო „არც ერთი ადამიანი შშმ პირთა კონვენციის სრულყოფილი იმპლემენტაციის მიღმა“ (“Leaving no one behind through the full implementation of the CRPD”), ქ. ნიუ-იორკში 12-14 ივნისს გაიმართა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-11 სესიაზე (https://www.un.org/development/desa/disabilities/conference-of-states-parties-to-the-convention-on-the-rights-of-persons-with-disabilities-2/cosp11.html) სიტყვით გამოვიდა. გენერალური დისკუსიის ფარგლებში, დეპუტატმა საქართველოს სახელით ეროვნული განცხადება გააკეთა.

თავის სიტყვაში რატი იონათამიშვილმა ისაუბრა როგორც საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ წარმატებებზე შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე. დეპუტატი შეეხო იმ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმებს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში სახელმწიფოში გატარდა.

მან ასევე ისაუბრა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირების, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების, ინკლუზიური განათლების, შშმ ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამების, პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარების და სხვა პროექტების შესახებ. დეპუტატმა არსებულ გამოწვევებს შორის დაასახელა ფიზიკური გარემოს დიდი ნაწილის არახელმისაწვდომობა, შშმ პირთა დასაქმების პრობლემები, ზრდასრული შშმ პირების განვითარებისკენ მიმართული პროგრამების დეფიციტი და მშობლების თემის გაძლიერება. პრობლემების გადაჭრის გზაზე, დეპუტატმა სოციალური რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის ნაწილად სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერების რეფორმა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, სამართლებრივი გარანტიებისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმების შექმნა დაასახელა.

„ჩვენი მიზანია, რომ თითოეული შშმ პირის სახლამდე მივიდეთ ადაპტირებული გზით, რომ ჩვენი არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნის, არამედ ცხოვრების მთავარი ამოცანა მათთვის სოციალური კეთილდღეობის შექმნაა და არ მოვისვენებთ მანამ, სანამ თანაბარი შესაძლებლობების უზურნველყოფის პროცესი შეუქცევადი არ გახდება საქართველოში“, - აღნიშნა დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას.

ცქიტიშვილი: გამოვრიცხავ ბიზნესზე ზეწოლას, ე.წ. შავი სალაროს არსებობას

ცქიტიშვილი: გამოვრიცხავ ბიზნესზე ზეწოლას, ე.წ. შავი სალაროს არსებობას

23 წუთის წინ

"რამდენად ავთენტურია გავრცელებული ჩანაწერები, ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი თუ არა და რა სახის კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე - ამ კითხვებზე პასუხს გასცემს გამოძიება. ჩემი შეფასება არაერთხელ დავაფიქსირე და გავიმეორებ, რა თქმა უნდა...

USD 2.6226
EUR 3.0868
GBP 3.4416
TRY 0.4228