აშშ: რუსეთის თავდაცვის უწყება ცრუობს, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ვემზადებით

აშშ: რუსეთის თავდაცვის უწყება ცრუობს, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ვემზადებით

აშშ და სირიის თავისუფალი არმია სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხზე პროვოკაციას არ აყვება. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნოიერტმა თავის Twitter- ის გვერდზე დაწერა. ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. 

"რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყუება, რომ აშშ და სირიის თავისუფალი არმია სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ემზადებიან", - წერს ნოიერტი.
მან დასძინა, რომ ვაშინგტონი ქიმიური იარაღის კონვენციას ასრულებს, ხოლო მოსკოვმა "სოლსბერიში ე.წ ნერვის აგენტი გამოიყენა" და სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს იცავს, რომელიც ქვეყანაში მრავალ თავდასხმაზეა პასუხისმგებელი. 

აპრილში, სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე ინფორმაცია აგვრცელდა.  საპასუხოდ, ამერიკის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის კოალიციამ სირიის პოზიციებზე იერიში მიიტანა. თავდასხმის სამიზნე ის ობიექტები იყო, სადაც  სავარაუდოდ, ასადის რეჟიმი ქიმიურ იარაღს აწარმოებს. 

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

6 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167