ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" მიმდინარეობს

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" მიმდინარეობს

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” გაიხსნა. რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენცია წელს, პირველად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

“საქართველოს ევროპული გზის კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს წარმოადგენს. იგი პირველ რიგში ხელს უწყობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და კარგი საშუალებაა ჩვენი პარტნიორებისთვის რეფორმების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად და გამოცდილების გასაზიარებლად. აღსანიშნავია, რომ 15 წლის განმავლობაში საქართველომ მართლაც განსაკუთრებულ პროგრესს მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე.”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ კონფერენციის შეფასებისას.

მისი განცხადებით, კონფერენციაზე მსჯელობა შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატსა და პერსპექტივებს, ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას.

“აღსანიშნავია ბოლო წლების განმავლობაში ევროინტეგრაციის კუთხით გადადგმული განსაკუთრებული ნაბიჯები. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს ჩვენ მივიღეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, ასევე ჩვენ დავიწყეთ ახალი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების საფეროში. ევროკავშირთან პირველად შევქმენით უმაღლესი ფორმატი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიაში. ეს არის სექტორალური თანამშრომლობის ფორმატი ევროკომისიის პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით.” - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

საერთაშორისო კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოველაობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ და ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა კრისტიან დანიელსონმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

ბათუმის კონფერენცია 14-15 ივნისს გაგრძელდება. ღონისძების თემატური სამუშაო სესიების მონაწილეები იმსჯელებენ ევროპული დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე. მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

ღონისძიებაში მონაწლიეობას იღებენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. 

ზესტაფონის მერის კაბინეტთან დაწყებულმა აქციამ, შენობის გარეთ გადაინაცვლა

ზესტაფონის მერის კაბინეტთან დაწყებულმა აქციამ, შენობის გარეთ გადაინაცვლა

11 საათის წინ

ოთხი მოქალაქე კი მესამე დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეებმა მერიის წინ კარვები გაშალეს.  მათი განცხადებით, პოლიციამ მოსთხოვა შენობა დაეტოვებუნათ, რადგან ეს კანონდარღვევა იყო, წინააღმდეგ შემთცვევაში ძალით დაატოვებინებდნენ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273