პრეზიდენტი: ვერ ვიტყვი, რომ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობა წარუმატებელი იყო

პრეზიდენტი: ვერ ვიტყვი, რომ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობა წარუმატებელი იყო

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილი მისთვის ყველაზე კომფორტული სამუშაო უმაღლესი თანამდებობის პირი იყო.

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ 4 უმაღლესი თანამდებობის პირთან მიმუშავია. ეს მე-3 პრემიერმინისტრია, რომელიც წავიდა, მაგრამ მიმუშავია 4 უმაღლეს თანამდებობის პირთან - ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი კვირიკაშვილი, ბატონი უსუფაშვილი, ბატონი კობახიძე - მინდა ნათლად ვთქვა, რომ ბატონი გიორგი ყველაზე, ასე ვთქვათ, კომფორტული სამუშაო უმაღლესი თანამდებობის პირი იყო, ნათლად განსაზღვრული და გასაგები ხედვით იმისა, რასაც აკეთებდა და რა მიმართულებითაც ავითარებდა ქვეყანას.

საზოგადოებისთვის, გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ წავიდა ბატონი კვირიკაშვილი თანამდებობიდან, იმიტომ რომ, იმ პროცესში, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, ბატონი კვირიკაშვილის გუნდი სწორედ ეკონომიკურ მიმართულებას ავითარებდა. მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკა და მოქალაქეების კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებელი იყო ბატონი კვირიკაშვილის საქმიანობა.

ეკონომიკურ პრობლემებზე, დაახლოებით, ერთი თვის წინ პარლამენტში ვისაუბრე, მაგრამ მაშინ სრული მიუღებლობა იყო იმ ჭეშმარიტების, რომ დასაქმების მიმართულებით სირთულეები არსებობს და ასე შემდეგ.

უცებ UNICEF-ის კვლევამ გასაგები გახადა ეს საქართველოს მთავრობისთვის, რომ ეკონომიკის მიმართულებით არსებობს პრობლემები.

მინდა ვთქვა, რომ ბატონი კვირიკაშვილის გუნდის მიერ ორი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად ვერ შეიძლება შეფასდეს, როგორც წარუმატებელი და უარყოფითი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

უსუფაშვილი: ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდეს სარდაფში და მერე ილაპარაკოს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს ნორმალურ სასახლეში

უსუფაშვილი: ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდეს სარდაფში და მერე ილაპარაკოს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს ნორმალურ სასახლეში

15 წუთის წინ

„კეთილი ინებოს, ჯერ შენობის სარდაფში ჩავიდეს და იქ დაჯდეს, თავისი წონის შესაბამისად, და მერე ილაპარაკოს იმაზე, თურმე პრეზიდენტს არ აქვს სათანადო წონა და სახელმწიფოს მეთაური არ არის იმ დონის ადამიანი, რომ სადმე ნორმალურ სასახლეში იჯდეს. ეს არ...

USD 2.6074
EUR 2.9495
GBP 3.3124
TRY 0.4224