გიორგი მარგველაშვილი: პრემიერმინისტრების შერჩევის ეს მასკარადი უნდა დასრულდეს

გიორგი მარგველაშვილი: პრემიერმინისტრების შერჩევის ეს მასკარადი უნდა დასრულდეს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოში პრემიერმინისტრები გაუგებრად ინიშნებიან და მიდიან თანამდებობიდან.

მისი თქმით, "ეს მასკარადი უნდა დამთავრდეს".

"საზოგადოება დაახლოებით, ერთი თვეა ძალიან აქტიურად აფიქსირებს თავის პოზიციციას სამართლიანობასთან და მართლმსაჯულებასთან მიმართებაში და ჩვენ გვეძლევა ახალი ვერსია, რომ თურმე ,,უნისეფის'' კვლევიდან გამომდინარე კვირიკაშვილს ვერ აუგია ეკონომიკური პოლიტიკა და ამის გამო მიდის თანამდებობიდან პრემიერმინისტირი, რომელიც შეიძლება სწორედ ამ მიმართულებით დახასიათდეს როგორც პრინციპული ნაბიჯების გადამდგმელი.

ყოველივე ეს და მათ შორის, ბატონი გიორგის გუშინდელი გადადგომის მოხსენება სწორედაც, რომ ჩვენი ევროპული, გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის გასაგები პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს.

გუშინ ბატონი პრემიერი წავიდა თანამდებობიდან და მან თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს, ანუ ბიძინა ივანიშვილს უნდა მისცეს შესაძლებლობა დააკომპლექტოს ახალი მთავრობა.

მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესები ბევრად უფრო გასაგები, განჭვრეტადი და გააზრებული უნდა იყოს საზოგადოების მიერ.

მე მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს: რატომ მიდიან თანამდებობიდან პრემიერმინისტრები, რომელბიც არიან წარმატებული პრემიერები. ისევე როგორც წინა პრემიერმინისტრის, ბატონი ღარიბაშვილის წასვლის დროს, ჩვენ მოვისმინეთ, რომ წარმატებული პრემიერმინისტრია. რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერმინისტრები, რა არის ამის უკან მდგარი არგუმენტი და რა პრინციპით და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ახალი პრემიერმინისტრები.

მიმაჩნია, რომ ეს, რაღაცნაირი მასკარადის პერიოდი უნდა დამთავრდეს, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერმინისტრები.
რა პრინციპით ირჩევიან ისინი საზოგადოებისთვის და მათ შორის, ჩვენი უცოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, ეს უნდა დამთავრდეს და თუ ევროპულ არჩევანზე და ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე ვსაუბრობთ, იქ პრემეირმინისტრები მმართველი პარტიის ლიდერები არიან და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერმინისტრი, თუ ჩვენ ვსაუბრობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც საზოგადოებისათვის გასაგებია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უსუფაშვილი: ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდეს სარდაფში და მერე ილაპარაკოს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს ნორმალურ სასახლეში

უსუფაშვილი: ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდეს სარდაფში და მერე ილაპარაკოს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს ნორმალურ სასახლეში

16 წუთის წინ

„კეთილი ინებოს, ჯერ შენობის სარდაფში ჩავიდეს და იქ დაჯდეს, თავისი წონის შესაბამისად, და მერე ილაპარაკოს იმაზე, თურმე პრეზიდენტს არ აქვს სათანადო წონა და სახელმწიფოს მეთაური არ არის იმ დონის ადამიანი, რომ სადმე ნორმალურ სასახლეში იჯდეს. ეს არ...

USD 2.6074
EUR 2.9495
GBP 3.3124
TRY 0.4224