გიორგი მარგველაშვილი: ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს პრემიერი

გიორგი მარგველაშვილი: ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს პრემიერი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის საკითხზე კომენტარი გააკეთა.

მისი შეფასებით, საქართველოში პრემიერმინისტრები გაუგებრად ინიშნებიან და მიდიან თანამდებობიდან. პრეზიდენტი ამბობს, რომ "ეს მასკარადი უნდა დასრულდეს".

"პრემიერი წავიდა თანამდებობიდან და მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ დააკომპლექტოს ახალი მთავრობა. მიმაჩნია, რომ ეს პროცესები ბევრად უფრო გასაგები, განჭვრეტადი და გააზრებული უნდა იყოს საზოგადოებისთვის.  საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, უცებ თანამდებობიდან მიდიან პრემიერმინისტრები, რომლებიც არიან წარმატებულები, ისევე როგორც წინა პრემიერის, ღარიბაშვილის წასვლის დროს მოვისმინეთ, რომ არის წარმატებული პრემიერმინისტრი. რატომ მიდიან თანამდებობებიდან წარმატებული პრემიერები, რა არის ამის უკან მდგარი არგუმენტი, რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ახალი პრემიერმინისტრები?

მიმაჩნია, რომ ეს რაღაცნაირი მასკარადის პერიოდი, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერმინისტრები და რა პრინციპით ირჩევიან, ჩვენი საზოგაოდებისთვის, მათ შორის უცხოელი პარტნიორებისთვის, გაუგებარია, უნდა დამთავრდეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ევროპული სახელმწიფოს პრემიერმინისტრები მმართველი პარტიის ლიდერები არიან. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერი.

"ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერი, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე, ისეთი სახელმწიფოს ფორმირებაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის გასაგებია. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, ისეთი პრემიერის დანიშნვაზე და არჩევაზე, რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები, რატომ წავიდა თანამდებობიდან, რომელიც პასუხისმგებელია თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ძალაუფლება და შესაძლებლობა გააჩნია ამ გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარების.

ასე ფორმირდება ევროპული პოლიტიკური კულტურა, შესაბამისად ვფიქრობ, ამ რაღაცნაირი პროცესის დასასრული უნდა იყოს ეს, როდესაც ჩვენ არ ვიცი ვინ, რა პრინციპით ხსნის პრემიერმინისტრებს და რა პრინციპით არჩევს პრემიერებს. მოვუწოდებ, საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს, აიღონ თავისი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მათ შორის მმართველ პარტიას, ყველაზე მეტად, და დაასახელონ პრემიერად ის ადამიანი, რომელიც არის პარტიის ლიდერი, რომელთანაც მე მიმუშავია, როგორც პრემიერმინისტრთან, მინისტრის რანგში და შემიძლია ვთქვა, ის კარგი პრემიერი იყო. ბიძინა ივანიშვილთან ვმუშაობდი, მე როგორც მინისტრი და ვთანამშრომლობდი, კარგი, საინტერესო და ეფექტური იყო. მაგრამ ეს მასკარადი, როცა ინიშნებიან ადამიანები და როდესაც გადაწყვეტილების მიმღები თურმე არის პარტია და ეს არ გამოიხატება რეალურ ცხოვრებაში, ჩემი აზრით ავნებს საქართველოს, საქართველოს ევროპულ არჩევანს და ავნებს საქართველოს სტაბილურობას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

4 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167