ლევან კობერიძე:  საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნების საკითხსაც დავაყენებდი

ლევან კობერიძე: საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნების საკითხსაც დავაყენებდი

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ლევან კობერიძემ ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა. 

"ჩემთვის პრემიერმინისტრის გადაწყვეტილება მოსალოდნელი არ იყო. პრემიერმა, რომელმაც ქვეყანა ჩაიბარა 2%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და დღეს ეკონომიკური ზრდა არის 6.5%, თუ დაუკვირდებით იმას, რომ მთელი მისი მმართველობის ასპარეზზე ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვონდა ჩვენს სტრატეგიულ პარნიორებთან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანაში ნელი, მაგრამ სტაბილური ეკონომიკური წინსვლა შეინიშნება და მთელი რიგ პროცესებში მხოლოდ დადებითი ძვრები  გვაქვს, მისი პრემიერობის დროს, ჩემთვის  მოსალოდნელი არ იყო მისი გადადგომა.

რა თქმა უნდა, ეკონომიკურ პარამეტრებში სასურველია უფრო მეტი ინკლუზიური ზრდა და უფრო მეტი სისწრაფე, თუმცა ვთვლი, რომ ეკონომიკასთან დაკავშირებით, საერთაშორისო შეფასებები, მოსახლეობის განწყობები,  არაფერი მიუთითებს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო პრემიერის გადადგომის მიზეზი.

მე მივიჩნევ, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და პრობლემები გვაქვს სამართლიანობის შეგრძნებასთან და რიგ საქმეებზე სასჯელის დადგომის აუცილებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით, ანუ მართლმსაჯულების ნაწილში უფრო გვაქვს პრობლემები და გამოწვევები, რომელსაც ეხლანდელმა და მომავალმა მთავრობამ უნდა უპასუხოს, გაცილებით მეტი კონკრეტული ნაბიჯებით, არამარტო მთავრობა, მათ შორის სასამართლომ, პროკურატურმა... 

მე ვთვლი, რომ პრობლემები და გარღვევები გვაქვს მართლმსაჯულების ნაწილში, და თუ ჩვებ ამ ნაწილში ვერ ვახერხებთ რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას, მეტსაც გეტყვით, თუ ეს ასეა, ალბათ მაშინ მთავრობის კი არა, საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნების საკითხსაც დავაყენებდი, მე პირადად",- განაცხადა ლევან კობერიძემ. 

ლევან კობერიძე, პარლამენტი, გიორგი კვირიკაშვილი,
უსუფაშვილი: ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდეს სარდაფში და მერე ილაპარაკოს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს ნორმალურ სასახლეში

უსუფაშვილი: ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდეს სარდაფში და მერე ილაპარაკოს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს ნორმალურ სასახლეში

15 წუთის წინ

„კეთილი ინებოს, ჯერ შენობის სარდაფში ჩავიდეს და იქ დაჯდეს, თავისი წონის შესაბამისად, და მერე ილაპარაკოს იმაზე, თურმე პრეზიდენტს არ აქვს სათანადო წონა და სახელმწიფოს მეთაური არ არის იმ დონის ადამიანი, რომ სადმე ნორმალურ სასახლეში იჯდეს. ეს არ...

USD 2.6074
EUR 2.9495
GBP 3.3124
TRY 0.4224