ზურაბ პატარაძე ბულგარეთის ელჩის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

ზურაბ პატარაძე ბულგარეთის ელჩის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ბათუმში გამოსამშვიდობებელი მიღება გაიმართა. ბულგარეთის საელჩოს მიერ, სასტუმრო „რადისონში“ გამართულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იური შტერკი და ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დესისლავა ივანოვა ესწრებოდნენ. 

ზურაბ პატარაძემ ბულგარეთის წარმომადგენლებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ვადის წარმატებით დასრულება მიულოცა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ბულგარეთი საქართველოს ურყევი პარტნიორია და ნატოსა და ევროკავშირის საკითხებში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება შეუძლია.

პირველი ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ექვსთვიანი ვადით ავსტრია გახდება.

ზუგდიდის მე-2 სკოლის სარემონტო სამუშაოებში ჩართული მუშები სავარაუდოდ გაიფიცნენ

ზუგდიდის მე-2 სკოლის სარემონტო სამუშაოებში ჩართული მუშები სავარაუდოდ გაიფიცნენ

27 წუთის წინ

თავად, სამუშაოებზე დასაქმებულები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო ჩინურ სამშენებლო კომპანიაში, აცხადებენ რომ საუბარია მხოლოდ ხუთი დღით დაგვიანებაზე, რომლის მიზეზიც შემდეგი გარემოება გახდა. პროექტის ხელმძღვანელისა და კომპანიის...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273