დონალდ ტრამპს კორეის ნახევარკუნძულიდან აშშ-ს სამხედრო ძალების გაყვანა სურს

დონალდ ტრამპს კორეის ნახევარკუნძულიდან აშშ-ს სამხედრო ძალების გაყვანა სურს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მას კორეის ნახევარკუნძულიდან აშშ-ს სამხედრო ძალების გაყვანა რაც შეიძლება მალე სურს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერმა FoxNews- თან ინტერვიუში განაცხადა.

"მინდა ჯარები რაც შეიძლება მალე გავიყვანო, რადგან ეს ძალიან ბევრი ფული ღირს",-აღნიშნა ტრამპმა.
"მინდა ისინი სამშობლოში დავაბრუნო, მაგრამ ახლა [სინგაპურში სამიტზე] აღნიშნული საკითხი არ განიხილებოდა. შესაბამის დროს განვიხილავთ ", - განაცხადა ტრამპმა.
ამჟამად, სამხრეთ კორეაში ამერიკული სამხედრო კონტიგენტი იმყოფება, რომელიც 28 ათასზე მეტი ადამიანისგან შედგება. ჯარი რეგულარულად მონაწილეობს სეულთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებში, რამაც ფხენიანის უკმაყოფილება გამოიწვია.
ადრე, სეულში აღნიშნეს, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა ნახევარკუნძულზე ამერიკული ჯარების სტატუსს არ შეცვლიდა. "სამხრეთ კორეაში განთავსებული ამერიკული ჯარები სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის მოკავშირე ურთიერთობებს წარმოადგენენ. 

დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები დარეგულირდება

დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები დარეგულირდება

31 წუთის წინ

"ახლა ჩვენ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებისთვის უნდა ვიმუშაოთ," - განაცხადა ტრამპმა. მან დასძინა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს, "სავაჭრო ურთიერთობების გამო $ 500 მილიარდი დაკარგა", დაფიქრდით, $ 500 მილიარდი," - განაცხადა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207