მიხეილ ჯანელიძე: სრულად ვიზიარებ იმ განცხადებას, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან გაკეთდა

მიხეილ ჯანელიძე: სრულად ვიზიარებ იმ განცხადებას, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან გაკეთდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პრემიიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა. როგორც მან ბათუმში "საქართველოს ევროპული გზა" - რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ხელმძღვანელობით მთავრობამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ადრე.  

"სრულად ვიზიარებ იმ განცხადებას, რომელიც ბატონი გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან გუშინ ბრიფინგზე გაკეთდა. ვფიქრობ, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობამ იმაზე მეტიც გააკეთა, ვიდრე ადრე",-განაცხადა ჯანელიძემ.  

ცნობისთვის, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ მისთვის ეს თანამდებობა ძალიან საპასუხისმგებლო იყო.

"ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება ადამიანს, მოქალაქეს დაეკისროს და ყოველთვის ვცდილობდი უდიდესი პატივისცემითა და გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მთელი ამ დროის განმავლობაში. ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერმინისტრი",-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

2 საათის წინ

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალი ლარიჯანისთან გამართეს. ალი ლარიჯანიმ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207