ბათუმში, "საქართველოს ევროპული გზა" - რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება

ბათუმში, "საქართველოს ევროპული გზა" - რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება

"საქართველოს ევროპული გზა" - რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენცია რამდენიმე წუთში გაიხსნება ბათუმში. 

შეხვედრა დღეს საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პრემიერმინისტრსაც უნდა გაეხსნა, თუმცა გუშინ განვითარებული პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, დღის განრიგი შეიცვალა.

შეხვედრის მთავარი თემა ბრიუსელის სამიტის შემდეგ ევროკავშირსა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის ურთიერთობებია; გამომსვლელები ასევე იმსჯელებენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე; თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელება;
სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფნები; ენერგეტიკული პროექტები; ბიზნესის გავნითარებისა და სექტორული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის, ევროკავშირის კანდიდატი და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

თეონა ჭალიძე: ქუთაისის მაგალითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასადილოებში პრობლემებია

თეონა ჭალიძე: ქუთაისის მაგალითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასადილოებში პრობლემებია

5 საათის წინ

"ქვეყნის მასშტაბით, უფასო სასადილოებით ათიათასობით ადამიანი სარგებლობს. მხოლოდ თბილისში 40000 მდე პირია ჩართული სასადილოების პროგრამაში, 8000-მდე სოციალურად დაუცველი პირი კი მოლოდინის რეჟიმშია და ითხოვს პროგრამაში ჩართვას. მოთხოვნა სოციალური...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167