უსუფაშვილი: მთავრობის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილმა უნდა აიღოს

უსუფაშვილი: მთავრობის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილმა უნდა აიღოს

" პასუხისმგებლობა მთავრობის ფუნქციონირებაზე უნდა აიღოს იმ პოლიტიკური ძალის ლიდერმა, რომელიც პარლამენტში უმრავლეოსობაშია" - ამის შესახენ ჟურნალისტებთან პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

" სხვა შემთხვევაში უარესი ვითარება იქნება. კრიზისი მწიფდებოდა, მოვიდა აქამდე, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგომა შიდა უთანხმოების გამო, რის ნიშნებასაც ვხედავდით, რამაც ალბათ, ბიძინა ივანიშვილის მობრუნებას განაპირობა. საკამაოდ რთული ვითარებაა ქვეყანაში პრემიერმინისტრი გადადგა. ის როგორც ჩანს არ მონაწილეობს ახალ კონსულტაციებში. ის ვითარებაც, რომ მან ხაზი გაუსვა პარტიის თავმჯდომარესთან პრობლემებს, კონსტიტუცაში წერია, რომ მთავრობა მაშინ მიდის, როდესაც საპარლამენტო უმრვლესობასთან აქვს უთანხმოება.

ჩვენ ვცხოვრობთ, არც თუ მთლად კონსტიტუციურ ვითარებაში, ამიტომ მგონია, რომ სწორი იქნება დავუახლოვდეთ კონსტიტუციურ რეალობას. აიღოს პასუხისმგებლობა მთავრობის ფუნქციონირებაზე იმ პოლიტიკური ძალის ლიდერმა, რომელიც პარლამენტში უმრავლეოსობაშია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მან გააკეთოს ის რაც შეუძლია. მე არ ვიცი, მას რა შეუძლია, მაგრამ ყველა სხვა ვარიანტი, სხვა პრემიერის შერჩევით და დეფაქტო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების გაგრძელებით, მგონია, რომ უარეს ვითარებას მივიღებთ"-განაცხადა უსუფაშვილმა

ოხანაშვილი:ადგილობრივი ბიზნესი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მზად ვართ ანტიდემპინგურ კანონზე მსჯელობა დავიწყოთ

ოხანაშვილი:ადგილობრივი ბიზნესი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მზად ვართ ანტიდემპინგურ კანონზე მსჯელობა დავიწყოთ

21 წუთის წინ

როგორც იურისტები ამბობენ, არაა გამორიცხული, გარდა ადგილობრივი წარმოების შეფერხებისა, მსგავსი კანონის არარსებობამ სერიოზული კითხვები გაუჩინოს ინვესტორებსაც. ამას ემატება კიდევ უფრო დიდი თავსატეხი ქვეყნისთვის, ეს გახლავთ უხარისხო...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172