კახა კალაძე: პრემიერმინისტრის კანდიდატი ხვალ გახდება ცნობილი

კახა კალაძე: პრემიერმინისტრის კანდიდატი ხვალ გახდება ცნობილი

"ვინ გახდება ქვეყნის პრემიერმინისტრი, ამაზე გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა და მგონია, რომ ხვალისთვის ცნობილი იქნება, ხვალ აუცილებლად იქნება უმრავლესობის შეკრება და აუცილებლად იქნება წარმოდგენილი კანდიდატი" - ამის შესახებ პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

გენერალურმა მდივანმა, ასევე შეაფასა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობა და აღნიშნა.

"გუშინ, გუნდში მსჯელობა  იყო არსებულ ვითარებაზე და სიტუაციაზე, იყო შეხვედრა, სადაც მონაწილეობდა საპარლამენტო უმრავლესობა, მთავრობის წარმომადგენლები, ამ შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ესწებოდა, მანაც თავისი მოსაზრებები დააფიქსირა და მიუთითა პრობლემებზე, რომელიც მიგვაჩნია, რომ დღეს არის ქვეყანაში. ეს არის გადაწყვეტილებების ეფექტურობა, კოორდინაცია, განსაკუთრებით საპარლამენტი გუნდთან...

რაც შეეხება გიორგის მოღვაწეობას, რა თქმა უნდა ბევრი დადებითი იყო, წარმატებები, თუმცა არის სერიოზული გამოწვევები.
რაც შეეხება გუნდის განახლებაზე პრემიერის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა ვიტყოდი, რომ ახალი სისხლი კიდევ უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, უფრო ეფექტურები ვიყოთ და ვუპასუხო იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს აქვს ჩვენს ხელისუფლებას", - განაცხადა კახა კალაძემ. 

შეგახსენებთ, დღეს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა

პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2018 წლის 4-5 იანვრის საახალწლო ღონისძიებები 763 314 ლარი დაუჯდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2018 წლის 4-5 იანვრის საახალწლო ღონისძიებები 763 314 ლარი დაუჯდა

1 საათის წინ

"საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი და მიზნობრივი ხარჯვის ხელშეწყობის მიზნით, ბიუჯეტის დაგეგმვა უნდა განხორციელდეს შესაბამისი დასაბუთებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, საბიუჯეტო განაცხადის თანახმად...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176