ვახტანგ ძაბირაძე: "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, წავიდეს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე

ვახტანგ ძაბირაძე: "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, წავიდეს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე

პოლიტოლოგი, ვახტანგ ძაბირაძესთვის პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მოულოდნელი იყო.

მისი შეფასებით, პროცესი პოლიტიკური ლოგიკიდან ამოვარდნილია. 

ძაბირაძე აქვე დასძენს, რომ პოლიტიკურად ეს პროცესი "ქართული ოცნებისთვის" მომგებიანი არ იქნება. 

"ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, ისევე როგორც თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენება.

ვერ ვხედავ ლოგიკას, რადგან ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ოპოზიცია მიაწერს თავის აქტიურობას. პოლიტიკურად ეს "ქართული ოცნებისთვის" წამგებიანი იქნება, მომგებიანი ნამდვილად არ იქნება. 

ერთადერთი, ლოგიკაში რაც ჯდება, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა წავიდეს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ეს ძალიან რეალურია. გათამაშდება ეს ვარიანტი, რომ მთავრობას პარლამენტი არ დაამტკიცებს და შესაბამისად პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს. ეს ლოგიკური ჩანს ჩემი აზრით,  სხვა ლოგიკას ვერ ვხედავ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "აიპრესთან" საუბრისას. 

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

4 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167