კაკაჩია: არა მგონია ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდეს და საკუთარი კაპიტალი რისკის ქვეშ დააყენოს

კაკაჩია: არა მგონია ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდეს და საკუთარი კაპიტალი რისკის ქვეშ დააყენოს

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებას არ ელოდება, ვინაიდან მისი აზრით ეს სარისკო ნაბიჯი იქნება, რადგან მის უკან დიდი კაპიტალია.

„არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერის თანამდებობაზე. ეს მისი მხრიდან იქნება სარისკო ნაბიჯი იქიდან გამომდინარე, რომ მის უკან დგას ძალიან დიდი კაპიტალი.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრი ძალიან სწრაფად იცვლება. შეიძლება ერთი დღე იყო გმირი და მთელი საზოგადოება ტაშს გიკრავდეს და მერე ვითარება შეიცვალოს და შენ გახდე განტევების ვაცი. ეს მისთვის უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსისთვის. არა მგონია ასეთი წინდაუხედავი ნაბიჯი გადადგას, ვინაიდან ის ძალიან ფრთხილია“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ "აიპრესთან".

შეგახსენებთ, გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.

ოხანაშვილი:ადგილობრივი ბიზნესი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მზად ვართ ანტიდემპინგურ კანონზე მსჯელობა დავიწყოთ

ოხანაშვილი:ადგილობრივი ბიზნესი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მზად ვართ ანტიდემპინგურ კანონზე მსჯელობა დავიწყოთ

22 წუთის წინ

როგორც იურისტები ამბობენ, არაა გამორიცხული, გარდა ადგილობრივი წარმოების შეფერხებისა, მსგავსი კანონის არარსებობამ სერიოზული კითხვები გაუჩინოს ინვესტორებსაც. ამას ემატება კიდევ უფრო დიდი თავსატეხი ქვეყნისთვის, ეს გახლავთ უხარისხო...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172