მთავრობა მოვალეობის შემსრულებელი გახდა

მთავრობა მოვალეობის შემსრულებელი გახდა

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. პრემიერის გადადგომა კი, კონსტიტუციის თანახმად, იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება უკვე გამოსცა

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა დღეიდან 7 დღის ვადაში უნდა წამოაყენოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მისთვის წარდგენილი პრემიერმინისტრობის კანდიდატურა. 

პრემიერმინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს სამთავრობო პროგრამა.

საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

ოხანაშვილი:ადგილობრივი ბიზნესი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მზად ვართ ანტიდემპინგურ კანონზე მსჯელობა დავიწყოთ

ოხანაშვილი:ადგილობრივი ბიზნესი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მზად ვართ ანტიდემპინგურ კანონზე მსჯელობა დავიწყოთ

25 წუთის წინ

როგორც იურისტები ამბობენ, არაა გამორიცხული, გარდა ადგილობრივი წარმოების შეფერხებისა, მსგავსი კანონის არარსებობამ სერიოზული კითხვები გაუჩინოს ინვესტორებსაც. ამას ემატება კიდევ უფრო დიდი თავსატეხი ქვეყნისთვის, ეს გახლავთ უხარისხო...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172