კობა დავითაშვილი: არ მგონია გიორგი კვირიკაშვილზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს!

კობა დავითაშვილი: არ მგონია გიორგი კვირიკაშვილზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს!

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"აბსოლუტურად არ ვიზიარებ სიხარულს გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის გამო! ამ კაცს ჰქონდა და აქვს პოლიტიკური გამოცდილებაც და მმართველობის უნარიც, რაც მთავარია ბალანსი გულწრფელი ეკლესიურობისა, ტრადიციულობისა და ისეთი დასავლურობისა, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ დასავლურ ფასეულობებს და არა ყურმოჭრილ მორჩილებას დასავლეთის წარმავალი ტენდენციებისა! ნაკლოვანება მისი მმართველობის პერიოდისა იყო საერთო ნაკლოვანება მმართველი გუნდისა და არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს!", - წერს კობა დავითაშვილი facebook-ში.

ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში არსებულ ტენდენციებს პოზიტიურად აფასებს

ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში არსებულ ტენდენციებს პოზიტიურად აფასებს

17 წუთის წინ

საქართველოს მთვრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273