ზაქარია ქუცნაშვილი: პრემიერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მდგომარეობა სათანადოდ შეაფასა

ზაქარია ქუცნაშვილი: პრემიერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მდგომარეობა სათანადოდ შეაფასა

"პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და სწორად შეაფასა მდგომარეობა" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

ქუცნაშვილის თქმით, პრემიერმა დაადასტურა ის ინფორმაცია, რაც მან სხდომის შემდეგ გააჟღერა.

"პრემიერმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება და დაადასტურა ის ინფორმაცია, რაც გუშინ ვთქვი, რომ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო. მან ბრძანა, რომ კმაყოფილია შედეგებით, თუმცა, როგორც ობიექტური ლიდერი აღიარებს, ძალიან განიცდის ოჯახების სოციალურ შეჭირვებულობას, რაც მისი აზრით, ვერ იქნებოდა დაძლეული, თუ არ შეიქმნებოდა, ის წინა პირობები, რაც მისი პრემიერობის დროს შეიქმნა",-განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე განცხადებით, პრემიერმინისტრის გადადგომა არ უკავშირდება ხორავას ქუჩაზე მომხდარ ამბავს, რადგან მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილი  გამოძიების წარმართვასთან არაფერ შუაშია. 

ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ ჩაანაცვლებს გიორგი კვირიკაშვილს, პასუხობს, რომ ის არ მონაწილეობს კონსულტაციაში, რომელიც კანდიდატს შეარჩევს, შესაბამისად, ვერ იტყვის ვინ დაინიშნება.

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

2 საათის წინ

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალი ლარიჯანისთან გამართეს. ალი ლარიჯანიმ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207