კორნელი კაკაჩია: ვიღაცისთვის უნდა შეეწმინდათ ხელი და ახლა ეს კვირიკაშვილი აღმოჩნდა

კორნელი კაკაჩია: ვიღაცისთვის უნდა შეეწმინდათ ხელი და ახლა ეს კვირიკაშვილი აღმოჩნდა

თსუ-ის პროფესორი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ პირველად აღმოჩნდა ასეთი რთული გამოწვევის წინაშე. ამიტომ, მათ გარკვეული წყობის დანგრევა მოუწია და ამას ამ შემთხვევაში გიორგი კვირიკაშვილი შეეწირა.

ასე გამოეხმაურა კორნელი კაკაჩია „აიპრესთან“ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომას.

„ქართული ოცნება“ მისი მმართველობის დროს პირველად დადგა გამოწვევის წინაშე. მათ ასეთი გამოწვევა არ ჰქონია არასდროს, რაც ბოლო პერიოდის მოვლენების ფონზე ჰქონდა. ამას ემატება ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. იზრდება უკმაყოფილება ხელისუფლებისა და მისადმი გატარებული პოლიტიკისადმი. მთლიანობაში ამან შექმნა გარკვეული კრიზისული სიტუაცია.

ბუნებრივია „ქართული ოცნების“ ლიდერებს მოუწიათ გარკვეული წყობის დანგრევა, ვიღაცა უნდა შეწირვოდა ამას. „ოცნება“ არ იტყვის, რომ ჩვენი ხედვაა მცდარიო. ბუნებრივია ვიღაცისთვის უნდა შეეწმინდათ ხელი და ახლა ეს აღმოჩნდა კვირიკაშვილი. როგორც მან თავის გამოსვლაში თქვა, აზრთა სხვადასხვაობაა. ეს ნიშნავს, რომ მას დაუპირისპირდა პარტიის საკმაოდ დიდი ნაწილი. „ქართული ოცნება“ ახალი სისხლის მოლოდინშია. იმედი აქვთ, რომ ეს განმუხტავს იმ სიტუაციას, რაც ქვეყანაშია, მაგრამ ეს ასე ადვილი არ იქნება. მოკლევადიან პერსპექტივაში ამ ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრა შეუძლებელია.

სისტემური ცვლილებების განხორცილება კი ძალიან რთული იქნება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც „ქართულ ოცნებას“ რადიკალური ნაბიჯების შიში აქვთ. ესეც ერთ-ერთი დამაბრკოლებელი იქნება იმისათვის, რათა ის ნაბიჯები გადაიდგას, რასაც მისგან საზოგადოება ელოდება“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

პოლიტოლოგი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზეც საუბრობს. კითხვაზე, ქუცნაშვილის განცხადება, რომ მას ივანიშვილი ასეთი გაბრაზებული არასდროს უნახავს. ეს იმის მინიშნება ხომ არ იყო, რომ მწვავე კამათი ჰქონდათ ივანიშვილსა და კვირიკაშვილს? - პასუხობს:

„კი, ასეცაა. ბიძინა ივანიშვილი აქამდე უფრო კომფორტულ სიტუაციაში იყო, როდესაც არავითარი პოლიტიკური ხელისუფლება არ ჰქონდა და რეალურად ამას არაფორმალურ მმართველობას ეძახიან. საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ ის იძულებული გახდა ფორმალური თანამდებობა მიეღო. ამას ისიც დაემატა, რომ მან ამით გადაარჩინა „ოცნება“ გახლეჩვას. ვინაიდან ეს ბზარი პარტიაში არსებობდა. მაგრამ, ეს პარტია არ არის მონოლითური და განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები იმყოფებიან. ივანიშვილის ფაქტორი რომ ჩამოვაცილოთ, პრაქტიკულად ეს პარტია დაშლისაკენ არის განწირული. აქამდე იყო ლეგენდა, რომ მეფე თვითონ კეთილია და მსახურები ვერ აკეთებენ საქმეს, მაგრამ თანდათანობით საზოგადოება მიდის იქამდე, რომ მეფე თვითონ არის შიშველი და მთავრობის ცვლილებები არაფერ შუაში არ არის. ივანიშვილსაც მაგ სცენარის ეშინია“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ "აიპრესთან".

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

2 საათის წინ

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალი ლარიჯანისთან გამართეს. ალი ლარიჯანიმ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207