სააკაშვილი ივანიშვილს: ყვარყვარე, რაც არ უნდა დაირქვა, ქართველი ხალხი მაინც მოგადგება

სააკაშვილი ივანიშვილს: ყვარყვარე, რაც არ უნდა დაირქვა, ქართველი ხალხი მაინც მოგადგება

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა შეაფასა და დასძინა, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის  დავალებით მოხდა. როგორც მან "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ეს "მონობა" ქართველი ხალის მიერ უნდა დასრულდეს. 

"გუშინ, ივანიშვილმა მოთხოვა კვირიკაშვილს გადადგომა და კვირიკაშვილმა ბატონს უარი უთხრა. მაგრამ როგორც ჩანს, საღამოს იხილა კადრები შარდით დამუშავების, ჩაიხედა სარკეში, შეეცოდა საკუთარი სახე. მშვენივრად იცის, რომ ივანიშვილი ყველაფრის გამკეთებელია და იგივე პროცედურის ჩატარება ნამდვილად არ დაენანებოდა. ის უკანა კარებიდან გაიძურწა, მაგრამ მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ ჩვენ დავინახეთ ხალხის ძალა.

ხალხნო, ეს ბატონყმობა, ეს მონობა უნდა დასრულდეს, სადამდე უნდა ვემონოთ ვიღაც გაუნათლებელ, ბნელ, მახინჯ, ერთუჯრედიან ოლიგარქს. მერე რა, რომ მილიარდები აქვს და კიდევ მილიარდებს გვპარავს. ჩენ ვართ ამაყი ერი, ეს დამცირება უნდა დასრულდეს. ხალხის სახეზე დაწუწვა და სარდის სახეში შესხმა უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ლაპარაკი, რომ ეს არის ჟუჟუნა წვიმა.

მინდა ვუთხრა ივანიშვილს, ყვარყვარე, რამდენი სახელი და გვარიც არ უნდა შეიცვალო, რაც არ უნდა დაირქვა, როგორი კანიც არ უნდა გამოიცვალო, აუცილებლად მოგადგება ქართველი ხალხი იმ შენ საკარმიდამოში, აუცილებლად დაიბრუნებს თავის ქონებას და ქვეყანას, ნამდვილად არ გაგიშვებს და არ მოგცემს საშუალებას გაიპარო ქვეყნიდან",-განაცხადა სააკაშვილმა. 

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

2 საათის წინ

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალი ლარიჯანისთან გამართეს. ალი ლარიჯანიმ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207