მამუკა მდინარაძე: ჩემი აზრით, პრემიერობის კანდიდატს 3-4 დღეში წარვადგენთ

მამუკა მდინარაძე: ჩემი აზრით, პრემიერობის კანდიდატს 3-4 დღეში წარვადგენთ

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში ამ ეტაპზე შეჯერებულები არ არიან, ვის წარადგენენ პრემიერმინისტრობის კანდიდატად.

კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობას ამისთვის 7 დღიანი ვადა აქვს, თუმცა მამუკა მდინარაძე ვარაუდობს, რომ პრემიერობის კანდიდატის ვინაობა საზოგადოებისათვის 3-4 დღეში გახდება ცნობილი. 

"საზოგაოდებას უახლოეს დღეებში მივაწვდით ინფორმაციას, ვინ იქნება პრემიერმინისტრობის კანდიდატი და ვის წარვუდგენთ პრეზიდენტს დასამტკიცებლად. ჩემი აზრით, ეს მაქსიმუმ 3-4 დღეში მოხდება", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას. 

ცნობისთვის, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს გადადგა. 

 

 

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

2 საათის წინ

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალი ლარიჯანისთან გამართეს. ალი ლარიჯანიმ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207