შსს: სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ამერიკის მოქალაქის ოჯახზე თავდამსხმელი დაკავებულია

შსს: სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ამერიკის მოქალაქის ოჯახზე თავდამსხმელი დაკავებულია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ამერიკის მოქალაქის ოჯახზე თავდამსხმელი დაკავებულია, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. წარსულში მკვლელობისათვის ნასამართლევი 38 წლის მამაკაცი ნუკრიანში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეს და მის მეუღლეს სახლში ნაჯახით მას შემდეგ მიუვარდა, რაც მათ კუთვნილი მაღაზიიდან ღვინის უფასოდ წაღების უფლება არ მისცეს. მამაკაცმა ნაჯახით დააზიანა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანა და მოკვლით დაემუქრა ცოლ-ქმარს.

ცნობისათვის, შემთხვევის შემდეგ, პოლიციამ მამაკაცი ადგილზე დააკავა,თუმცა რამდენიმე საათში გაათავისუფლა.

დაზარალებული ოჯახი დღეს აცხადებდა, რომ თავს დაუცველად გრძნობდა და დამნაშავის დაკავებას ითხოვდა.დაკმაყოფილდება თუ არა ამერიკის მოქალაქის ოჯახის მეორე მოთხოვნა, გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირების შესახებ - შს სამინისტროში აცხადებენ,რომ გამოძიების მასალების მოპოვების შემდეგ გახდება ცნობილი. 

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ამ ეტაპზე სსსკ 187 მუხლით მიმდინარეობს,რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.

მდინარე ილტოში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო

მდინარე ილტოში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო

5 საათის წინ

 გარდაცვლილის ცხედარს ,,საგუბარის" წყლის დაცლის შემდეგ, ფსკერზე მიაკვლიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207