გიორგი კვირიკაშვილი: ვეცადე, ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერმინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი: ვეცადე, ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერმინისტრი

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ მისთვის ეს თანამდებობა ძალიან საპასუხისმგებლო იყო. 

"ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება ადამიანს, მოქალაქეს დაეკისროს და ყოველთვის ვცდილობდი უდიდესი პატივისცემითა და გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მთელი ამ დროის განმავლობაში. ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერმინისტრი.

დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნნახევი და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეწყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცდვალა. ყოველტვის ვარ და ვიყავი გუნდური მოთამაშე, აქედან გამომდინარე, ვხედავ გუნდში განწყობებს და რა თქმა უნდა, მივიღე გადაწყვეტყილება, რომელსაც ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელი მიიღებდა. მე ვტოვებ დღეს ჩემს თანამდებობას. მინდა აუცილებლად მადლობა გადავუხადო იმ უამრავ ძალიან კარგ ადამიანს, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გავიცანი, მინდა ჩემს თანამშრომლებს გათენებული ღამეებისთვის, უდიდესი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს, მადლობა გადავუხადო"-განაცხადა პრემიერმა.   

უსუფაშვილი: ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდეს სარდაფში და მერე ილაპარაკოს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს ნორმალურ სასახლეში

უსუფაშვილი: ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდეს სარდაფში და მერე ილაპარაკოს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს ნორმალურ სასახლეში

13 წუთის წინ

„კეთილი ინებოს, ჯერ შენობის სარდაფში ჩავიდეს და იქ დაჯდეს, თავისი წონის შესაბამისად, და მერე ილაპარაკოს იმაზე, თურმე პრეზიდენტს არ აქვს სათანადო წონა და სახელმწიფოს მეთაური არ არის იმ დონის ადამიანი, რომ სადმე ნორმალურ სასახლეში იჯდეს. ეს არ...

USD 2.6074
EUR 2.9495
GBP 3.3124
TRY 0.4224