დაბა ჩხოროწყუში ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

დაბა ჩხოროწყუში ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

დასრულდა დაბა ჩხოროწყუში, მდინარე ოჩხომურზე, ამორტიზირებული საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია.ხიდზე მოძრაობა, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით აკრძალული იყო, ამ დროისთვის აღდგენილია.

ხიდი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტირდა. სამუშაოები 49 000 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.შესრულებული სამუშაოები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს თეიმურაზ მალანიასთან ერთად დაათვალიერეს.

ხიდის მწყობრიდან გამოსვლა 14-15 აპრილის სტიქიამ განაპირობა. უხვმა ნალექმა საავტომობილო ხიდის მისასვლელი ჩამორეცხა და ხიდს ბურჯი გამოაცალა.
აღნიშნული ხიდით დაბა ჩხოროწყუ გარახას უბანს ,სოფელ ნაკიანსა და მარტვილის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.

არქეოლოგებმა თელავში ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ნივთები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა თელავში ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ნივთები აღმოაჩინეს

3 საათის წინ

ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა თუშაბრამიშვილის შეფასებით, აღმოჩენილი ნივთები, ადასტურებს,რომ ზუზუმბოს ტერიტორია ამავე პერიოდში ინტენსიურად იყო დასახლებული და განვითარებული. ,, თელავში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები ზუზუმბოს...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212