ჩოხატაურში ახალგაზრდა მამკაცმა თავი ჩამოიხრჩო

ჩოხატაურში ახალგაზრდა მამკაცმა თავი ჩამოიხრჩო

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. ახალგაზრდა მამაკაცი, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხეზე ჩამომხვრჩვალი იპოვეს. როგორც „აიპრესთან" ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ განაცხადა, გარდაცვლილს ფსიქიური პრობლემა არ აწუხებდა. ის ბავშვობიდან ახლო ნათესავების სახლში იზრდებოდა.

„ძალიან ზრდილობიანი ახალგაზრდა იყო, მას პირადად ვიცნობდი,ჩოხატაურში ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოში მუშაობდა. ობოლი იყო, ბიძასთან და ბიცოლასთან იზრდებოდა. მიზეზი არ ვიცი თუ რატომ ჩაიდინა ეს“, - ამბობს ირაკლი კუჭავამ.

შშს-ს ინფორმაციით ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და გამოძიების პირველადი ინფორმაციით , ცხედარს არანაირი ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ფოთში დევნილ და სოციალურად დაუცველი ქალებისთვის კომპიუტერული ლაბორატორია გაიხსნა

ფოთში დევნილ და სოციალურად დაუცველი ქალებისთვის კომპიუტერული ლაბორატორია გაიხსნა

49 წუთის წინ

კომპიუტერული ლაბორატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „დიოსკურიას“ ბაზაზე შეიქმნა. ორგანიზაციის დირექტორის, ნონა ხუხიას განცხადებით, ბენეფიციარებს, სრული კურსის გავლის შემდეგ, სპეცალური სერთიფიკატები გადაეცემათ. „კომპიუტერული...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207