როგორი იქნება მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი

როგორი იქნება მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს, მოსკოვის "ლუჟნიკის" სტადიონზე, ხვალ რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრები გუნდების დაპირისპირება გახსნის. 

მატჩამდე, სტადიონზე ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართება, სადაც მონაწილეობას 500 მოცეკვავე, მოტანვარჯიშე, ტრამპინისტი და აკრობატი მიიღებს მონაწილეობას. გახსნის ცერემონიალზე წარმოდგენილი იქნება ექსტრავაგანტული შოუ, რომელიც რუსეთის ისტორიას ორიგინალურად მოჰყვება. 

ოფიციალურ ღონისძიებაზე იმღერებს ბრიტანელი ვარსკვლავი რობი უილიამსი, რომელიც ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.

ფიფას ინფორმაციით, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას ოდნავ განსხვავებული ფორმატი ექნება, ვიდრე წინა წლებში. 2018 წლის ჩემპიონატზე განსაკუთრებული აქცენტები იქნება მუსიკალუ შოუებზე.

"საინტერესოა, რომ საფეხბურთო ღონისძიებებს, როგორც წესი, საოპერო ვარსკვლავები ხსნიან, რადგან კლასიკური მუსიკა უნივერსალური კოდია ყველა ქვეტნის მაცხოვრებელისთვის", - აცხადებს ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

გახსნის ცერემოანიალზე საკუთარ შოუს წარმოადგენენ რუსი პიანისტი, დენის მაცუევი, საოპერო ვარსკვლავები, ანა ნეტრებკო, იუსეფ ევაზოვი, ილდარ აბდრაზაკოვი, ალბინა შაგიმურატოვა და სხვა რუსი ვარსკვლავები.

რუსი მუსიკოსების მიერ შესრულებულ სიმღერას უკვე მოჰყვა სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება და გულშემატკივრის ნაწილს, ისიც კი გაუჭირდა, დაეჯერებინა, რომ ეს სიმღერა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ოფიციალური სიმღერა იყო.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნს Live it up ჰქვია და მას ვილ სმითი, ნიკი ჯემი და ალბანელი მომღერალი, ერა ისტრეფი შეასრულებენ. 

გახსნის მატჩზე 80 ათასი ბილეთია გაყიდული.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი ხვალ "ლუჟნიკის" სტადიონზე დაიწყება და 15 ივლისს, ამავე არენაზე დასრულდება. 

რუსეთი ურუგვაისთან განადგურდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ურუგვაი ჯგუფის ლიდერია

რუსეთი ურუგვაისთან განადგურდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ურუგვაი ჯგუფის ლიდერია

1 საათის წინ

ანგარიში ურუგვაელთა ლიდერმა ლუის სუარესმა საჯარიმო დარტყმით 10-ე წუთზე გახსნა, 23-ე წუთზე ჩერიშევის ავტოგოლით ანგარიში 2:0 გახდა. 27-ე წუთზე მასპინძელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც იგორ სმოლნიკოვმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რაც...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207