ზაზა, ჭაია და ირაკლი ქადაგიძე საპარლამენტო კომისიაში ექსპერტებად მიიწვიეს-ოთარ კახიძე ფაქტს ადასტურებს

ზაზა, ჭაია და ირაკლი ქადაგიძე საპარლამენტო კომისიაში ექსპერტებად მიიწვიეს-ოთარ კახიძე ფაქტს ადასტურებს

"სამართალდამცველთა დაცვის ლიგის" დამფუძნებელს ირაკლი ქადაგიძეს და ამავე ლიგის ხელმძღვანელს ზაზა ჭაიას, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში ექსპერტად მიიწვევენ, - ამის შესახებ "აიპრესთან" "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა. 

"კომისიას ეყოლება თავისი ექსპერტები, ეს ექსპერტები იქნებიან ბატონი ჭაია და ბატონი ქადაგიძეც.
ბატონი ჭაია ამ ქალაქში მკვლელობების განყოფილებას ხელმძღვანელობდა და 100-ზე მეტი მკვლელობა აქვს პირადად გახსნილი. ასეთი ადამიანების დახმარება მნიშვნელოვანია, თუმცა კომისიის წევრები არ არიან შეზღუდულები კონკრეტულად ვინმეს მოსაზრება გაიზიარონ ან არ გაიზიარონ, კომისიის წევრები არიან ის დეპუტატები, რომლებიც წარმოდგენილი არიან კომისიაში. დახმარებით ჩვენ დავიხმართ, როგორც გამომძიებლებს, ისე პროკურორებს და ადვოკატებს", - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

შეგახსენებთ, 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე №51 საშუალო საკოლის მოსწავლეები დავით სარალიძისა და ლევან დადინაშვილი მოკლეს. შსს-მ არასრულწლოვნების მკვლელობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავა.

2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 არასრულწლოვანი ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში. თუმცა, სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა და მკვლელობის მცდელობისთვის 9 წელი და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დადუნაშვილისა და სარალიძის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული, დავით სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოს სცნო, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობისთვიდ 10 წელით და 10 თვით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, შსს-მ მთავარი პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანის დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

ცნობისთვის, მირზა სუბელიანის არასრულწლოვანი შვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 საშუალო საკოლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა.

მირზა სუბელიანს ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 საშუალო საკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, აღნიშნული საქმის ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს და მის დასჯას უკვე 6 თვეა ითხოვს. 

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

1 საათის წინ

გარბენი დაიწყება ვაკის პარკიდან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე, აქედან გამომდინარე 24 ივნისს, 10:00-დან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.მუნიციპალური ავტობუსები და...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207