თამაზ ნავერიანი მარნეულში მომხდარ ფაქტზე: ყველა, ვინც კანონს დაარღვევს შესაბამის პასუხს მიიღებს დანაშაულზე

თამაზ ნავერიანი მარნეულში მომხდარ ფაქტზე: ყველა, ვინც კანონს დაარღვევს შესაბამის პასუხს მიიღებს დანაშაულზე

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, კანონის უზენაესობა, ბრძოლა ძალადობასთან ეს არის მთავარი მონაპოვარი და ყველა ვინც კანონს დაარღვევს შესაბამის პასუხს მიიღებს დანაშაულზე.

"გაკვირვებული და აღშფოთებული ვარ მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტზე. ორმაგად ამძიმებს მომხდარს ის, რომ ამ კრიმინალური ქმედების ჩადენაში ეჭვმიტანილები არიან საკრებულოს დეპუტატები და ქალაქის მერი, როდესაც თავად უნდა იყვნენ კანონის და წესრიგის სადარაჯოზე და ამის მაგალითს თანამოქალაქეებს აძლევდნენ. კანონის უზენაესობა, ბრძოლა ძალადობასთან, ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი და ყველა ვინც კანონს დაარღვევს შესაბამის პასუხს მიიღებს დანაშაულზე", - განაცხადა ნავერიანმა.

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ენმ“-დან აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

ვაშაძე: ხალხს სიტყვა ოცნება წაართვეს, ამ სიტყვის გაგონება არ უნდა საქართველოს მოქალაქეს

ვაშაძე: ხალხს სიტყვა ოცნება წაართვეს, ამ სიტყვის გაგონება არ უნდა საქართველოს მოქალაქეს

3 საათის წინ

„ყველაფერი წაართვეს საქართველოს მოქალაქეს რისი წართმევაც შეიძლებოდა. წართმეულია სამუშაო ადგილები. წართმეულია პერსპექტივა, წართმეულია სტაბილური შემოსავალი,წართმეულია ნორმალური ჯანდაცვა. წართმეულია ინფრასტრუქტურული პროექტები...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172