დევნილთა სამინისტრომ 240 დევნილი ოჯახის სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ამ ეტაპზე ზუგდიდში ბინები გადაეცემათ

დევნილთა სამინისტრომ 240 დევნილი ოჯახის სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ამ ეტაპზე ზუგდიდში ბინები გადაეცემათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში 240 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 4 თორმეტსართულიანი კორპუსი ააშენა.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა 240 ბინის განაწილების პროცესი და სამინისტროს ვებ-გვერდზე ( http://gov.ge/s/a1e67 )
გამოქვეყნდა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ. კომისიის გადაწყვეტილებით, სამეგრელოს რეგიონში 9 ნგრევადი ობიექტი იხურება.

მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან იმ დევნილებს, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. დევნილების მიღება ზუგდიდში, ხუბულავას ქ.N-6-ში, სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს შენობაში 14 ივნისს, 11:00 საათზე დაიწყება და იმ დრომდე არ დასრულდება, ვიდრე თითოეული მათგანის შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა.

იქიდან გამომდინარე, რომ ბინების განაწილების ყველა ეტაპი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს, სამინისტრო მოუწოდებს საპარლამენტო
ოპოზიციასა და სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს აქტიურად ჩაერთონ დევნილთა მიღების პროცესში, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი
კითხვები.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია. გამოქვეყნებული სია საბოლოო არ არის და შესაბამისი საფუძვლის შემთხვევაში შესაძლოა გადაწყვეტილება შეიცვალოს.

ამ ეტაპზე, ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე კორპუსები კიდევ 360 დევნილი ოჯახისთვის შენდება.

მეუფე შიოს თქმით, ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში ზიზღს სთესს, ღმერთი თხოვნას არ შეუსრულებს

მეუფე შიოს თქმით, ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში ზიზღს სთესს, ღმერთი თხოვნას არ შეუსრულებს

3 საათის წინ

"დიდი სიყვარული, ღრმა სარწმუნოება, დიდი სიმდაბლე და საკუთარი უღირსების შეგრძნება, ეს არის საწინდარი იმისა, რომ ღმერთმა ჩვენი თხოვნა შეგვისრულოს. ჩვენთან ხშირად არის მიღებული, წადი მოიარე 12 ეკლესია ან ფეხშიშველი სადღაც იმოგზაურე, ან რაღაც...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207