დროებითი საგამოძიებო კომისია თეა წულუკიანს, გიორგი გახარიას და ირაკლი შოთაძე პარლამენტში იბარებს

დროებითი საგამოძიებო კომისია თეა წულუკიანს, გიორგი გახარიას და ირაკლი შოთაძე პარლამენტში იბარებს

"კომისიის სხდომაზე მოწვეული იქნებიან, როგორც დაზარალებულები და ფიგურანტები, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტროს წარმომადგენლები" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგამოძიებო კომისიისს თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიწვეულები იქნებიან ასევე პროკურატურის მთელი ვერტიკალი, რომელიც მონაწილეობდა ამ საქმის შესწვლაში, მათ შორის ირაკლი შოთაძე და ასევე თეა წულუკიანი.

"შევთანხმდით იმ ადამიანების სიაზე, ვინც მოწვეული იქნებიან კომისის სხდომაზე, მასში შედიან, როგორც დაზარალებულები, ასევე ფიგურანტები, ამ სიაში შედიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, დაწყებული გამომძიებლებით დამთავრებული მინისტრით, ისევე როგორც პროკურატურის მთელი ვერტიკალი, რომელიც მონაწილეობდა ამ საქმის შესწვლაში, დაწყებული საქმის პროკურორებით და შოთაძით და ასევე თეა წულუკიანით.

ეს არის არასრული სია და მას განვავრცობთ, იმიტომ, რომ იქნებიან კონკრეტული მოწმეები, რომელთა მოყვანაც იქნება აუცილებელი. ამ ეტაპზე რთული იყო ყველა იმ ადამიანის განსაზღვრა"-განაცხადა კაპანაძმე.

კაპანაძის განცხადებით, შემდეგ კვირაში სამი სამუშაო შეხვედრა იქნება, პირველად დღეს მივლენ დაზარალებული, შემდგომი რიგითობა მომდევნო სხდომაზე განისაზღვრება. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველი იყოს ჩართული პროცესში რადგან, სახალხო დამცველიც აწარმოებს მოკლვლევას.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე №51 საშუალო საკოლის მოსწავლეები დავით სარალიძისა და ლევან დადინაშვილი მოკლეს. შსს-მ არასრულწლოვნების მკვლელობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავა.

2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 არასრულწლოვანი ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში. თუმცა, სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა და მკვლელობის მცდელობისთვის 9 წელი და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დადუნაშვილისა და სარალიძის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული, დავით სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოს სცნო, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობისთვიდ 10 წელით და 10 თვით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, შსს-მ მთავარი პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანის დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

ცნობისთვის, მირზა სუბელიანის არასრულწლოვანი შვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 საშუალო საკოლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა.

მირზა სუბელიანს ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 საშუალო საკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, აღნიშნული საქმის ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს და მის დასჯას უკვე 6 თვეა ითხოვს. 

წეროვანში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 დაშავდა

წეროვანში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 დაშავდა

3 საათის წინ

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის  პირველი ნაწილით დაიწყო. 

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207