თიბისი გალერეაში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ემიგრანტული კოლექცია გამოიფინება

თიბისი გალერეაში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ემიგრანტული კოლექცია გამოიფინება

14 ივნისს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ემიგრანტული კოლექციის გამოფენა - "ბრძოლა თუ შეგუება" - გაიხსნება. გამოფენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად იმართება და მიზნად ისახავს 1918-1921 წლების ისტორიის წარმოჩენას. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საარქივი ჩანაწერები, ფოტომასალა და მემორიალური ნივთები: გენერალ კვინიტაძის სამხედრო სამოსის ჯიბეში მიკვლული წმინდა გიორგის ხატი, მისივე აუდიოჩანაწერის "ბაბინა", იუნკერ ვანო ნანუაშვილის კუთვნილი სუვენირები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სიმბოლიკით და სხვა.

სპეციალურად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამ პერიოდის ემიგრაციაში მცხოვრები 5 მოღვაწის ავტოგრაფების საფუძველზე მომზადდა 5 სახელობის შრიფტი. ეს ისტორიული ფიგურები არიან: გრიგოლ რობაქიძე, გენერალი გიორგი კვინიტაძე (საქართველოს ჯარების მთავარსარდალი), ვიქტორ ნოზაძე (ემიგრაციაში მცხოვრები პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი და რუსთველოლოგი),  მიხაკო წერეთელი (მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე), ივანე ნანუაშვილი (სამხედრო მოღვაწე, პოლონეთის არმიის ოფიცერი, პოლიტიკური ემიგრანტი).

შრიფტები შექმნა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მათი ჩამოტვირთვა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან www.manuscript.ge. გამოფენა 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ქობულია: ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის ძირითადი ბერკეტი ეკონომიკის დივერსიფიკაციაა

ქობულია: ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის ძირითადი ბერკეტი ეკონომიკის დივერსიფიკაციაა

39 წუთის წინ

მისი თქმით, დღესდღეობით ლარის კურსი მერყეობს, რადგან მნიშვნელოვანი მერყეობაა ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. როდესაც ამგვარი მკვეთრი გაუფასურება ხდება...

USD 2.5773
EUR 2.9299
GBP 3.2729
TRY 0.4452