მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი სამ ქვეყანაში - ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში ჩატარდება. 

ამის შესახებ გადაწყვეტილება, დღეს, მოსკოვში, ფიფას 68-ე კონგრესზე გახდა ცნობილი. 

სამეულის მასპინძლობას მხარი, 200 წევრიდან 134-მა დაუჭირა მხარი (67%), ხოლო მაროკოს - 65-მა წევრმა (33%). ერთმა წევრმა ორივე წინადადება უარჰყო და ხმა არცერთ მათგანს არ დაუჭირა.

დღესვე, გამართულ კონგრესზე ფიფას 2019-2022 წლების ბიუჯეტი დამტკიცდა და ეს თანხა რეკორდულია - 6.46 ბილიონი დოლარი.

მოსკოვში გამართულ კონგრესზე სტუმრებს სიტყვით მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის მზადყოფნა და მიესალმა მსოფლიოს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შეცვლილი ფორმატით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს. 

ბრძოლა პირველობისთვის-რუსეთი და ურუგვაი პირველი ადგილის ვინაობას გამოავლენენ

ბრძოლა პირველობისთვის-რუსეთი და ურუგვაი პირველი ადგილის ვინაობას გამოავლენენ

3 საათის წინ

დღევაბდელი მატჩებიდან ყველაზე მეტად გამოსარჩევი მატჩი მასპინძელი რუსეთისა და ურუგვაის შეხვედრაა. ორივე ეს გუნდი ჯგუფის ლიდერია 6-6 ქულით, თუმცა ისინი ერთმანეთში გამართულ შეხვედრაში გამოავლენენ პირველი ადგილის ვინაობას. ბურთების უკეთესი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207