პროკურატურამ ჭიათურაში, პოლიციელების მხრიდან შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ჭიათურაში, პოლიციელების მხრიდან შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

"დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს შსს ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ თ.გ.- ს, ზ. ნ. - ს, პ. კ. - ს, ლ. მ. - ს და სხვათა მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურებრივი უფლებასილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, სსკ-ის 144''' მუხლის მეორე ნაწილის "ა, ბ, დ, ე, ზ" ქვეპუნქტებითა და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დღეს ამავე საქმზე შსს-მ განცხადება გაავრცელა: "გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 26 მაისს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს მიხეილ გიგაურს და ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ვეფხვია შეყილაძეს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდნენ შემოვლაზე, წინააღმდეგობა გაუწიეს 1989 წელს დაბადებულმა ლ. მ.-მ, 1987 წელს დაბადებულმა ზ. ნ.-მ, 1997 წელს დაბადებულმა დ. გ.-მ, 1989 წელს დაბადებულმა გ. გ.-მ, 1974 წელს დაბადებულმა ბ. კ.-მ, 1978 წელს დაბადებულმა პ. კ.-მ და წარსულში არაერთგზის, მათ შორის მკვლელობის მცდელობისათვის ნასამართლევმა, 1988 წელს დაბადებულმა თ. გ.-მ, რომელმაც ხელის დარტყმით სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა ჭიათურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს, მიხეილ გიგაურს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სრული განცხადება იხილეთ აქ: შსს ჭიათურაში დაკავებული ერთ-ერთი პირის ახლობლების განცხადებას პასუხობს.

.

ღამის კლუბიდან მოტოციკლის მოპარვის ბრალდებით 20 წლის პირი დააკავეს

ღამის კლუბიდან მოტოციკლის მოპარვის ბრალდებით 20 წლის პირი დააკავეს

2 საათის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და სხვისი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207