ევროპარლამენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას 14 ივნისს მიიღებს

ევროპარლამენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას 14 ივნისს მიიღებს

„მისასალმებელია, რომ ჩვენ ევროპარლამენტის მხრიდან გვაქვს მყარი მხარდაჭერა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ჰქვია. 10 წელი დასჭირდა იმას, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, ევროპარლამენტს ეს დოკუმენტი მიეღო. რეზოლუცია ნამდვილად იქნება მიღებული, რასაც ცხადყოფს ის დებატები, რომელიც გუშინ შედგა და ის ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფისგან, რომელიც რეზოლუციას ჰქონდა“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ. 

მისი განცხადებით, დოკუმენტში რუსეთი ცალსახად არის აღიარებული როგორც ოკუპანტი ქვეყანა. რეზოლუციაში დაგმობილია ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს. „ეს ეხება ადამიანის უფლებების დარღვევას, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის , ბაშარულის მკვლელობებს. ხდება ქართული სოფლების განადგურება, კულტურული ძეგლების და ქართული კვალის მიზანმიმართული წაშლა. ეს ყველაფერი რეზოლუციაში არის ძალიან მკაფიოდ და ცალსახად დაფიქსირებული“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე განცხადებით, ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი მონაწილეობდა. თამარ ხულორდავამ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის მხრიდან საქართველოს მიმართ გაჟღერებული არაერთი მხარდამჭერი განცხადების შესახებ და აქვე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სამშვიდობო პოლიტიკას.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, რეზოლუციით ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს შეასრულოს ის საერთაშორისო ვალდებულებები, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს.

„რეზოლუციაში რუსეთის მიმართ გაჟღერებულია მოწოდება - ერთი მხრივ, რომ მან შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. მეორე მხრივ კი, არის მოწოდება დეოკუპაციისკენ, ჯარების გაყვანისკენ, მოწოდება იმისკენ რომ უარყოს ამ, ტერიტორიების, უკანონო აღიარება. ასევე, დაგმობილი არის იმ ქვეყნების ქმედება, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მოწოდება ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, არის ის რომ მათ მკაფიო ტერმინოლოგია გამოიყენონ და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან.

„გაჟღერებულია მოწოდება იმასთან დაკავშირებითაც, რომ ევროკომისიამ, ევროკავშირის საბჭომ, გამოიყენონ ის ცნებები და დაარქვან ყველაფერს ის სახელი რაც რეალურად იყო. ეს არის ის, რომ რუსეთი საქართველოში ოკუპანტია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ხელყოფილი და ამაზე პასუხისმგებლობა სრულიად აკისრია რუსეთის მხარეს. ეს ყველაფერი რეზოლუციაში უკვე არის ასახული და ველოდებით, რომ ეს რეზოლუცია ხვალ ჩვენი ევროპელი კოლეგების ძალიან დიდი მხარდაჭერით იქნება მიღებული“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. 

პრემიერი ოლიმპიელებს: თითოეული თქვენგანი საქართველოს გმირია

პრემიერი ოლიმპიელებს: თითოეული თქვენგანი საქართველოს გმირია

9 საათის წინ

„თითოეული თქვენგანი საქართველოს გმირია. თქვენი შრომა ნათელი დასტურია იმისა, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, შედეგს აუცილებლად მიაღწევს. ეს არის ჩვენი, ქართველების ძალიან მნიშვნელოვანი ხასიათი და თქვენ ამის საუკეთესო მაგალითი ხართ. მინდა...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207