"ნაციონალური მოძრაობა" აზერ სულეიმანოვის ეპიზოდზე შიდა მოკვლევის დაწყებას არ აპირებს

"ნაციონალური მოძრაობა" აზერ სულეიმანოვის ეპიზოდზე შიდა მოკვლევის დაწყებას არ აპირებს

"ნაციონალური მოძრაობა" მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც პროკურატურის ინფორმაციით, ფრაქცია "ნაცმოძრაობის" წევრი აზერ სულეიმანოვიც ფიგურირებს, შიდა მოკვლევის დაწყებას არ აპირებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა "აიპრესს" უთხრა, ყოველ ჯერზე როდესაც ხელისუფლება მათი პარტიის წევრებზე ზეწოლის განხორციელებას დაიწყებს, "ნაცმოძრაობა" შიდა მოკვლევის დაწყებას არ აპირებს. 

დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ საფუძველი სულეიმანოვის გაკეთებულ განცხადებაში ეჭვი შეიტანონ.

"ხელისუფლება უკვე მრავალი წელია აზერ სულეიმანოვზე ახორციელებს სხვადასხვა სახის ზეწოლას, იმისათვის რომ მან დატოვოს პარტია "ნაციონალური მოძრაობა". მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა იმ მიზნითაც, რომ არ შესულიყო ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობაში". როდესაც ეს ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა, ახლა რაღაცა ახალი ბინძური პიარ-კამპანია დაიწყო მის წინააღმდეგ. 

მან გააკეთა კომენტარი პრესასთან და ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი ეჭვი შევიტანოთ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. ვიცით, რამხელა ზეწოლასაც ახორციელებს მასზე "ქართული ოცნება" უკვე მრავალი წელია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომ ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს რაიმე სხვასთან, თუ არა დააზიანონ ბატონი სულეიმანოვის პირადი რეპუტაცია და პარტიის რეპუტაცია", - განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე, რატომ გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" აქცენტი ზერ სულეიმანოვზე და არა პარტიის სხვა პირზე, სამადაშვილი პასუხობს:

"ეს შემთხვევა მოხდა იქ, სადაც გეოგრაფიულად შეიძლებოდა ყოფილიყო აზერ სულეიმანოვი და არა რომან გოცირიძე. ალბათ იმიტომ... არ ვიცი, რა გითხრათ, გამოჩნდება მოვლენების განვითარებისას. ამ ეტაპზე არ მაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანო იმაში, რასაც ამბობს თავად აზერ სულეიმანოვი", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

რაც შეეხება იმას, ხომ არ აპირებს პარტია აღნიშნულ ეპიზოდზე შიდა მოკვლევის დაწყებას? - პასუხობს:

"ყოველ ჯერზე, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩვენი პარტიის წევრების მიმართ განახორციელოს პოლიტიკური ზეწოლა და დევნა, "ნაციონალური მოძრაობა" შიდა მოკვლევის დაწყებას არ აპირებს. ამ ეტაპზე მოვისმინეთ ის განცხადებები, რაც გააკეთა ბატონმა სულეიმანოვმა, დანარჩენი ვნახოთ რა მოხდება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.  საგამოძიებო უწყების ინფორმაციითვე, იგივე მოქალაქის ალახვერდოვის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ - რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.

კომენტარი გააკეთა აზერ სულეიმანოვმაც, რომელმაც განაცხადა: "აზრზე არ ვარ რა მოხდა, უსინდისობა, უნამუსობაა, ვიღაცამ აგინა ივანიშვილს და "ოცნების" წევრს და აბრალებ "ნაციონალურ მოძრაობას". ამის ლოგიკა რაღაც ხომ უნდა იყოს".

გოცირიძე: 16 უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის 2020 წლამდე ჩათვლა კორუფციული დანაშაულია!

გოცირიძე: 16 უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის 2020 წლამდე ჩათვლა კორუფციული დანაშაულია!

10 წუთის წინ

გოცირიძე ვარაუდობს, რომ ავტორიზაციის კანონთან დაკავშირებით განათლების მინისტრი და განათლების კომიტეტის თავჯდომარე ერთობლივად მოქმედებენ. "მე მინდა მივმართო მათ, საქართველოში საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებებეით...

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156