ზაქარია ქუცნაშვილი:  ბიძინა ივანიშვილი ასეთი გაბრაზებული ჯერ არ მინახავს

ზაქარია ქუცნაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ასეთი გაბრაზებული ჯერ არ მინახავს

პარტია „ქარული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ასეთი გაბრაზებული ჯერ არ მინახავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა “ დღის ამბებში“განაცხადა.

"ჩვენ გუშინ მთელი 3 საათი დავხარჯეთ ცხარე დისკურსიაში, იმის თაობაზე თუ რამ გამოიწვია ეს შედეგები, ჩვენ ვკამათობდით რის გამო? შეიძლებოდა თუ არა საერთოდ თავიდან აგვეცილებინა ეს შედეგები, რომ მოსახლეობის განკარვადი შემოსავალი არ შემცირებულიყო, თუ შეიძლებოდა შედეგების შერბილება? შევთანხმდით, რომ თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა, ვინაიდან ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორებია: რუსეთი, თურქეთი, უკრაინა.

თურქეთში საშინელი დევალვაცია მიმდინარეობს, უკრაინაში-ომი და ინფლაციური პროცესები, ხოლო რუსეთის ფედერაცია იმყოფება ევროპული და ამერიკული აკრძალვების სფეროში.

ბუნებრივია, გარე ფაქტორებმა  შეასრულეს უარყოფითი როლი, დგას საკითხი, შეიძლებოდა თუ არა დამატებითი ზომების მიღება, რომ შეგვერბილებინა უარყოფითი ზეგავლენა, განკარგვები შემოსავლების კუთხით. მოსახლეობის შემოსავლები იგივე დარჩა, ლარის დევალვაციამ დოლართან დამოკიდებულების გამომდინარე, შეამცირა მათი დანაზოგი, ინფლაციამ გაზარდა ხარჯები, შესაბამისად მოქალაქეები გაღარიბდნენ.

როცა იყო დისკურსია, შესაძლებელი იყო თუ არა ამ ყველაფრის თავიდან არიდება, აზრი გაიყო ორად, ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ შეუძლებელი იყო, მეორე ნაწილი მიიჩნევდა შესაძლებელი იყო ამ შედეგების შერბილება.

თუ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არ აღიარა შედეგებში მისი წვლილი გადადგომა მოსალოდნელი არაა, თუ აიღებს შედეგებზე პასუხისმგებლობას -შესაძლებელია, მე არ გამოვიტანდი გუნდის წევრის მოსაზრებას გარეთ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი ჯერ არ მინახავს", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების უფროსებმა "თბილისის მემორანდუმს" მოაწერეს ხელი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების უფროსებმა "თბილისის მემორანდუმს" მოაწერეს ხელი

8 წუთის წინ

დოკუმენტს ხელი მოაწერეს: საქართველოს, სომხეთის, ბელარუსის (ქვედა და ზედა პალატის), მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტების აპარატების უფროსებმა. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის განცხადებით, დღევანდელი დღე დოკუმენტზე...

USD 2.6226
EUR 3.0868
GBP 3.4416
TRY 0.4228