პენტაგონი აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებას მიესალმება

პენტაგონი აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებას მიესალმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრას მიესალმება. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა დანა უაითმა განაცხადა. 

პენტაგონი ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებას მხარს უჭერს.
"ჩვენი მოკავშირეები შეუვალი რჩება, რათა რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობაა", - განაცხადა უაითმა.
მისი თქმით, სამიტის შედეგები პირველი ნაბიჯი იყო "კორეის ნახევარკუნძულზე სრული, გადამოწმებული და შეუქცევადი დენუკლეარიზაციისკენ.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის მთავარი მიზანი კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების მიღწევაა. მისი თქმით, აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოების გარანტია უზრუნველყოს, თუ ფხენიანი ბირთვულ განიარაღებას შეძლებს.

ცნობისთვის, სინგაპურში აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ისტორიული სამიტი შედგა. დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებებს ფანტასტიკური უწოდა.

ლიდერების მოლაპარაკებები სინგაპურის კუნძულ სენტოსზე გაიმართა. მათი შეხვედრა კი ხელის ჩამორთმევით დაიწყო. ლიდერების მოლაპარაკებებს პირისპირ შეხვედრა უძღოდა წინ. ამ შეხვედრას, ლიდერების გარდა, მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები გაფართოებული ფორმატით. მოლაპარაკებების პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ კი, დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთად ისადილეს და შემდეგ გაისეირნეს.

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

10 საათის წინ

რეზოლუციის სპონსორია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, კონგრესმენი ტედ პო (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი). რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს 8 თანასპონსორი კონგრესმენი, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან. რეზოლუცია წინ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167